Thumbnail
  • დანია 5:1 საქართველო
  •  ვაისის ხელში ნაკრებმა ოფიციალური მატჩი დიდი ანგარიშით პირველად წააგო
  • მომდევნო მატჩი 8 სექტემბერს ისევ დანიასთან

კოპენჰაგენის "პარკენზე" ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგი შეხვედრა გაიმართა. D ჯგუფში ერთმანეთს დანიისა და საქართველოს ნაკრებები შეხვდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით - 1:5 დამარცხდა.

📋 მეტი ამ თემაზე: 

მატჩის წინ ვლადიმირ ვაისმა სიურპრიზი შემოგვთავაზა, როცა სასტარტო შემადგენლობაში ნომინალური ფორვარდი არ შეუყვანია. გიბრალტართან მატჩისგან (3:0) განსხვავებით, სლოვაკმა მწვრთნელმა 4 ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ნავალოვსკი, პარუნაშვილი, კიტეიშვილი და ლობჟანიძე მოხვდნენ. 

1:0 დოლბერგი 14'

დანიელების უპირატესობა პირველივე წუთებიდან აშკარა იყო. საქართველოს ნაკრები საყრდენ ზონაში გამაგრდა, ამიტომ მასპინძლები ფლანგებიდან გვიტევდნენ, განსაკუთრებით მათი მარჯვენა ფლანგი აქტიურობდა. გოლი კი კრისტიან ერიკსენის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოყვა, ახლო ძელთან კაპიტანმა კიაერმა საჰაერო დუელი გვილიას მოუგო და ბურთი მეკარის მოედანზე კასპერ დოლბერგს დაუგდო, რომელმაც კაკაბაძესა და ლორიას დაასწრო - 1:0.

1:1 ლობჟანიძე 25'

საქართველოს ნაკრების შესანიშნავი კონტრშეტევა - ვაკო გვილიამ ბურთი კარგად "წაიღო" და საბა ლობჟანიძეც მოძებნა, რომელმაც მეკარეს დუელი მოუგო. 

საბა ლობჟანიძემ ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა

2:1 ერიკსენი 30-პენ'

ვაისის გუნდმა ხუთი წუთიც ვერ გაძლო - მასპინძლებმა საჯარიმოში ჩააწოდეს და კანკავამ კიაერს მაისურზე დაქაჩა (საეჭვო ეპიზოდი იყო). მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კრისტიან ერიკსენმა შეასრულა. ერიკსენის დარტყმული ლორიას ოდნავ შეეხო, მაგრამ მეკარემ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. დანიელთა შეტევები გაგრძელდა, თუმცა ტაიმი 2:1 დასრულდა.

3:1 დოლბერგი 63'

დანიელები კვლავ ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ - დოლბერგმა ლამის ცარიელ კარში გაიტანა და დუბლი შეასრულა. ამ ეპიზოდში დანიელი შემტევი მეკარე ლორიას ბლოკავდა, თუმცა მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახა.

4:1 ი. პოულსენი 73'

ლორიამ დობერგს ჰეთ თრიკის შესრულება არ დაანება, მაგრამ დამატებაზე იუსუფ პოულსენმა კაშიას დაასწრო - 4:1. დანიელებს ამის მერეც ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, სტუმართა დაცვის ხაზი მთლიანად მოიშალა, მაგრამ ნაკრების ანტირეკორდი (1:6 დანიაში 2004 წელს) აღარ გამეორდა - მასპინძლებმა კომპენსირებულ დროში ერთი გოლი შეაგდეს.

5:1 ბრაიტვაიტი 90+3'

დანიელ ვასის პასით ლორიას კარში გოლი ბრაიტვაიტმაც გაიტანა - 5:1.

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

გალერეა: დანია V საქართველო

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ჯგუფში კვლავ დანიის ნაკრებთან გამართავს, 8 სექტემბერს თბილისში უმასპინძლებს.

დანიელების უცნაური ზეიმი გასახდელში 

დანია 5:1 საქართველო

გოლები: 1:0 დოლბერგი (14), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30-პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 ი. პოულსენი (73), 5:1 ბრაიტვაიტი (90+3)

დანია (4-3-1-2): შმეიხელი - ანკერსენი, კიაერი (კ) (36. მ. იორგენსენი), კრისტენსენი, ლარსენი - ჰოიბერგი, ერიკსენი, დელეინი - სკოვი (62. ვასი) - ი. პოულსენი (75. ბრაიტვაიტი), დოლბერგი.  

საქართველო (4-3-3): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (79. დვალი) - კანკავა (კ), კვეკვესკირი, პარუნაშვილი (58. პაპუნაშვილი) - კიტეიშვილი (74. ლობჯანიძე), გვილია, ლობჟანიძე.

მსაჯი: რობერტ შიორგენჰოფერი (ავსტრია) 

ირლანდია 2:0 გიბრალტარი

გოლები: 1:0 ჯ. ჩიპოლინა (29 ს.კ.), 2:0 ბრეიდი (90+3)

კომენტარები

ბოლო ამბები