Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები. TOP 10 Transfermarkt-ის მიხედვით
  • მილიონი ევრო მალე ათეულში მოხვედრის გარანტია აღარ იქნება

ევროპის საკლუბო პირველობების დასრულების შემდეგ, Transfermarkt-მა ბევრგან განაახლა ფეხბურთელების საბაზრო ფასები. სიტუაცია შეიცვალა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შორისაც. 

საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა - გენტის ნახევარმცველი "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, 9 მილიონი ევრო ღირს. ბელგიის ჟუპერლიგის მოთამაშეების ფასები საიტმა 10 ივნისს განაახლა, მაგრამ გიორგის ცვლილება არ შეხებია. 

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ წლის ბოლოს 5-დან 9 მილიონამდე მოიმატა ფასში და გახდა არა მარტო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მოქმედ ფეხბურთელთა შორის, არამედ, მას მერეც, რაც "ტრანსფერმარკტი" ამ საქმიანობით არის დაკავებული - მან კახა კალაძეს გაასწრო. 

ტრავმების მიუხედავად, ჩაკვეტაძე კვლავ ყველაზე ძვირი ღირს

მეორე ადგილზე კვლავ საბა კვერკველიაა - რუსული პრემიერ-ლიგის ფეხბურთელების ფასები 20 დეკემბრის მერე არ განუახლებიათ. ასე რომ, საბა ისევ 8 მილიონი ევრო ღირს. 
მესამე ადგილზე დავით ხოჭოლავაა, აქამდე შახტარის მცველი საზიარო მესამე ადგილზე იყო სიაში - ხოჭოლავა 3 მილიონი ევრო ღირს. 

საზიარო მე-3 ადგილიდან მე-4-ზე გადავიდა გიორგი ქვილითაია - დღეს მისი ფასს 0.5 მილიონი ევრო მოაკლდა, ამ სეზონში ტრავმებისგან გატანჯული ფორვარდი 2.5 მილიონი ღირს.

მეხუთე ადგილზე ერთდროულად სამი ფეხბურთელია. მათ შორისაა, შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც 3 ივნისის მერე ნახევარი მილიონით მეტი, 1.5 მილიონი ევრო ღირს. რუსული უფას მცველი ჯიმი ტაბიძე ისევ 1.5 მილიონი ღირს. ამდენივეა ვაკო ყაზაიშვილის ფასიც, მაისის ბოლომდე MLS-ის ქართველი ვარსკვლავი 2 მილიონი ღირდა. 

"ტრანსფერმარკტი" ორ ქართველს, ვაკო გვილიასა და ლევან ხარაბაძეს, 1.25 მილიონად აფასებს. შვეიცარიული ლიგის ფეხბურთელების ფასები 4 ივნისს განახლდა, თუმცა ხარაბაძის ფასი ისევ იგივე დარჩა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის მცველი გაზაფხულზე თითქმის სამჯერ "გაძვირდა"

დაბოლოს, ტოპ ათეულში მილიონი ევრო ფასით ერთბაშად 8 ფეხბურთელი მოხვდა: ჯაბა კანკავა, გია გრიგალავა, გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა პარუნაშვილი, ზაურ მახარაძე და ოთარ კაკაბაძე. 

8 ივნისამდე დანიურ ესბიერგში მოთამაშე პარუნაშვილი მხოლოდ 400 ათასი ევრო ღირდა. ვიცე-კაპიტან კაშიას კი მაისის ბოლოს დააკლდა ნახევარი მილიონი. 

საქმე იქით მიდის, რომ მალე კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს ტოპ-10-ეულში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, ხოლო მილიონი ევრო ამ ათეულში მოხვედრის გარანტია აღარ იქნება.

საინტერესო ფაქტები

⚽ 23-წლამდელთა შორის სამეული ასე გამოიყურება: 1. ჩაკვეტაძე, 2. ტაბიძე, 3. კიტეიშვილი. 

⚽ 20-წლამდელებში: 1. ჩაკვეტაძე, 2. ხარაბაძე, 3-3 დავითაშვილი & კვარაცხელია (0.5 მილიონი).

⚽ სასტარტო 11-ეული, რომელმაც გიბრალტართან მატჩი დაიწყო მხოლოდ 8.9 მილიონი ევრო ღირს. 11-ეულში ყველაზე იაფი გიორგი მერებაშვილია - 0.3 მილიონი ევრო.  

⚽ ეს კი უფრო ნაკლებია, ვიდრე გიორგი ჩაკვეტაძის ფასი.

⚽ ახლახან მოიმატა გიორგი მაკარიძის ფასმა - 400 ათასიდან 700 ათასამდე.

⚽ ეროვნულ ლიგაში ერთი ქართველი ფეხბურთელიც არ ღირს 0.5 მილიონ ევროზე მეტი.

საქართველოს ნაკრები. TOP 10

1. გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - €9 მლნ

2. საბა კვერკველია (ლოკომოტივი მ) - €8 

3. დავით ხოჭოლავა (შახტარი) - €3

4. გიორგი ქვილითაია (გენტი) - €2.5

5. ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - €1.5

5. ჯიმი ტაბიძე (უფა) - €1.5

5. ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - €1.5

8. ვაკო გვილია (ლუცერნი) - €1.25

8. ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - €1.25

10. კაბა კანკავა (ტობოლი) - €1

10. გია გრიგალავა (არსენალი ტ) - €1

10. გურამ კაშია (სან ხოსე) - €1

10. ჯანო ანანიძე (სპარტაკი) - €1

10. ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - €1

10. ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი) - €1

10. ზაურ მახარაძე (ზორია) - €1

10. ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - €1

კომენტარები

ბოლო ამბები