Thumbnail

რონალდომ ბავშვის გამო გუნდის ავტობუსი გააჩერა და მას სურვილი შეუსრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რონალდოს ღირსეული საქციელი ერთა ლიგის ფინალის წინ
  • კრიშტიანომ გუნდის ავტობუსი გააჩერა და ბავშვს სურვილი შეუსრულა

ჰოლანდიასთან ერთა ლიგის ფინალის წინ კრიშტიანო რონალდო ღირსეულად მოიქცა. მას ბავშვი ელოდებოდა, რომელიც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ჩახუტებას სთხოვდა. კრიშტიანომ მძღოლს გუნდის ავტობუსი გააჩერებინა, ბავშვს სურვილი შეუსრულა და მასთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

როგორც პორტუგალიური Medium Flash წერს, 11 წლის ედუარდო წლებია, ლეიკემიითაა დაავადებული. აღსანიშნავია, რომ რონალდო ხშირად ეხმარება მძიმე დაავადების მქონე ბავშვებს. ცოტა ხნის წინ მან 10 წლის ბავშვს ტვინის 80 000-ევროიანი ოპერაცია დაუფინანსა.

კომენტარები

ბოლო ამბები