Thumbnail
  • კავაი ლეონარდის კომენტარი ზაზა ფაჩულიასთან ინციდენტზე
  • ფაჩულია სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრა

კავაი ლეონარდის ტორონტო რეპტორსი NBA-ს ფინალურ სერიაში 3:1 ამარცებს გოლდენ სტეიტს და ახლა უკვე წყვილის აშკარა ფავორიტია ჩემპიონთან დაპირისპირებაში.

ლეონარდისა და გოლდენ სტეიტის დაპირისპირებაში კი ყველას ახსენდება ინციდენტი ლეონარდსა და ზაზა ფაჩულიას შორის, რომელიც 2017 წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალში მოხდა - დახტომისას ლეონარდმა ფეხი ზაზას ფეხს დააბიჯა და ტრავმა მიიღო. ბევრის აზრით, ქართველმა ცენტრმა ეს მაშინ სან ანტონიოს ფორვარდის წინააღმდეგ განზრაც გააკეთა, თუმცა NBA-მ სხვაგვარად განსაჯა და ფაჩულია არც დაუჯარიმებია. ის სერია გოლდენ სტეიტმა იოლად მოიგო, კავაი ლეონარდმა კი ხეირიანად თამაში მხოლოდ ამ სეზონში შეძლო. 

კავაი გოლდენ სტეიტს ტორონტოსთან ერთად ამარცხებს

გოლდენ სტეიტთან მე-4 მატჩში კავაი ლეონარდმა 36 ქულა ჩააგდო, მათ შორის 17 მესამე პერიოდში, როცა კალიფორნიელების 12-ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრა. 

2017 წლის ინციდენტი

The Athletic-თან ინტერვიუში კავაის ჟურნალისტმა მაიკლ ლიმ სწორედ ამ ინციდენტზე ჰკითხა:
"აღარ ვფიქრობ იმაზე, რაც 2 წლის წინათ მოხდა. ახლა მხოლოდ აწყმოთი ვცხოვრობ. 

დეტროიტის ქართველი ცენტრი, რომელიც 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი ხდება და სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება ექნება, სამშობლოშია, ის სამედიცინო უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც მიწვეული სტუმრის სტატუსით ლექცია წაიკითხა თემაზე აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა.

კომენტარები

ბოლო ამბები