Thumbnail

‘არ ვიცი, რა გითხრათ, გაგიჟებული ვარ!’ - დათა ქაჯაიას ემოციური ვიდეო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • TCR ევროპის მესამე ეტაპის მეორე რბოლაზე დათა ქაჯაიას გამარჯვების შანსი ჰქონდა
  • ქართველი მრბოლელი განმარტავს, რა დაემართა მის მანქანას

'მეგობრებო, არ ვიცი რა გითხრათ, გაგიჟებული ვარ!’ - ამ სიტყვებით იწყებს ტიტულოვანი ქართველი ავტომრბოლი დათა ქაჯაია ვიდეო მიმართვას, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა, - ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ! ამ კვირას მთელი ჩემი ენერგია ჩავდე იმისათვის, რომ წინა პოზიციებზე ვყოფილიყავი. მთელი კვირა მართლა დამტვრევის ზღვარზე ვიყავი, მაქსიმალურად გამოვიყენე ამ მანქანის შესაძლებლობები, წინა პოზიციებზე მოვხვდი და მეორე რბოლაზე სასწაული რაღაც დამემართა. სტარტის დროს ელექტროობამ აურია და პიტ ლიმიტერი ჩაირთო, რის შედეგადაც მანქანა 50 კმ/სთ-ზე მეტ სისწრაფეს ვეღარ ავითარებდა. ანუ, 50-ზე გაიჭედა! არ ვიცი, მოსვლია თუ არა ვინმეს ასეთი რამ. თანაც, ეს ყველაფერი მოხდა მაინცდამაინც იმ დროს, როცა ყველაზე კარგ სიტუაციაში ვიყავი და სტარტს მეორე პოზიციიდან ვიღებდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რბოლის მოგება შემეძლო. მანქანა ძრავის შეცვლის შემდეგ კარგ ფორმაში იყო, ტრასასაც კარგად მოვერგე და აი, ზუსტად ასეთ დროს დამემართა ასეთი უბედურება.”

ბელგიის ეტაპზე ქაჯაიამ კვალიფიკაციაზე მე-9, პირველ რბოლაში კი მე-6 ადგილი დაიკავა

ფატალური უიღბლობა ქართველ მრბოლელს ძარიანი ავტომობილებით ევროპის ჩემპიონატის (TCR Europe) მესამე ეტაპის მეორე რბოლაზე შეემთხვა. კვალიფიკაციაზე დაფიქსირებული კარგი შედეგის (მე-9 პოზიცია 34 მრბოლელს შორის) გამო, ქაჯაია მეორე რბოლაზე სტარტს მეორე პოზიციიდან იღებდა (კვალიფიკაციის 10 საუკეთესო მეორე რბოლაზე რევერსულად დგება). მის წინ მხოლოდ სერბი დუშან ბორკოვიჩი იყო - ქაჯაიას ყოფილი თანაგუნდელი TCR International-ზე. დათას გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა, რადგან კვალიფიკაციაზე ბორკოვიჩზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

‼️No comment 😬😬😬😬‼️ PIT LIMITER worked instead of launch!!!!! This is really a stupidly unbelievable issue! So disappointed with my luck today! Really had a chance to win ! :(((

Posted by Davit Kajaia დათა ქაჯაია on კვირა, 09 ივნისი, 2019

3 ეტაპისა და 6 რბოლის შემდეგ, დათა ქაჯაიას 32 ქულა აქვს და საუკეთესო ათეულს მიღმა დარჩა. TCR Europe-ის მომდევნო ეტაპი 13-14 ივლისს, ავსტრიის რედ ბულ რინგზე გაიმართება.

🔘ათასი ვერსია გაჟღერდა, და გეტყვით, რომ მომხდარი არავის ბრალი არ არის : ვიკვლიეთ რა მოხდა, და მოკლედ აღმოჩნდა შემდეგი:...

Posted by Davit Kajaia დათა ქაჯაია on კვირა, 09 ივნისი, 2019

📺 ნახეთ სტარტი

კომენტარები

ბოლო ამბები