Thumbnail

იოზილის ქორწილი - ერდოღანი 'მეჯვარე' იყო, მესუთის მამა არ მივიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მესუთ იოზილის ქორწილი სტამბოლში
  • არსენალის ფეხბურთელის 'მეჯვარე' ერდოღანი იყო

პარასკევს, მესუთ იოზილმა სტამბოლში ამინე გიულსეზე იქორწინა. ლონდონის არსენალის ფეხბურთელის ‘მეჯვარე’ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გახლდათ.

სიტყვით გამოსვლისას მან წყვილს მოსთხოვა, “რაც შეიძლება მალე გააკეთონ ბავშვები.” ერდოღანი ქორწილში დიდხანს არ დარჩენილა - 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Four Seasons-ში გამართულ 300-კაციანი ზეიმი მალევე დატოვა.

საინტერესო ის იყო, რომ მესუთის ქორწილში არ იმყოფებოდა მისი მამა მუსტაფა იოზილი. გერმანული მედიის ინფორმაციით, მესუთმა მამა არ დაპატიჟა! მიზეზი: 2013 წლამდე მუსტაფა მესუთის მრჩეველი და აგენტი გახლდათ, მერე კი მათ შორის კონფლიქტი მოხდა. 

როგორც გაირკვა, სპორტულთან ერთად, იყო პირადული მიზეზებიც - ამბობენ, რომ მუსტაფა იოზილმა ცოლს უღალატა, მესუთმა კი დედა დაიცვა და მას შემდეგ მამასთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.

მესუთ იოზილის მამა, მუსტაფა იოზილი

მუსტაფა იოზილის არყოფნამ ქორწილში განწყობა არავის გაუფუჭა. მესუთმა, მისმა მეუღლემ და სტუმრებმა დილამდე იზეიმეს. იყო 5-სართულიანი ტორტი, წყვილის ცეკვა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მესუთის ცოლმა თვითონაც იმღერა - ეს არის მუსტაფა სანდალის სიმღერა Pazara Kadar, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება: 'ნება მომეცი, ვიყო შენი სიყვარულის მსხვერპლი', ბოლო სიტყვები კი ასეთია: 'მე შენ ჩემს ცხოვრებას მოგცემ'.

📺 იოზილის ცოლის სიმღერა და სხვა ვიდეოები ქორწილიდან:

კომენტარები

ბოლო ამბები