Thumbnail
  • ნეიმარი კოპა ამერიკას ტრავმის გამო გამოტოვებს
  • გაირკვა, როდის დაუბრუნდება ბრაზილიელი მოედანს

გაუპატიურების სკანდალს და სასამართლოში სიარულს ტრავმაც დაემატა - ნეიმარი კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრებს ვერ დაეხმარება. ‘სელესაოს’ გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა, რომელიც ოფიციალურადაც დადასტურდა, თუმცა არავინ იცის, რამდენად კარგ ფორმაში შეხვდებოდა 27 წლის სუპერვარსკვლავი კოპა ამერიკას, ტრავმირებული რომც არ იყოს.

ნეიმარმა ტრავმა ოთხშაბათს, ყატართან ტესტ-მატჩში (2:0) მიიღო

სამაგიეროდ, პარი სენ-ჟერმენის ფანებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ: ფრანგული გრანდის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი ფეხბურთს მხოლოდ 4 კვირა ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პსჟ-სთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში თავიდანვე სრული დატვირთვით ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა ოთხშაბათს, ყატართან ტესტ-მატჩში (2:0) მიიღო. კოპა ამერიკა წელს სწორედ მის სამშობლოში, ბრაზილიაში ტარდება. ტურნირი 14 ივნისს იწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები