Thumbnail
  • ავსტრიული მედია შტურმს ბუდუ ზივზივაძეს უკავშირებს
  • ტრანსფერს უკვე შემდეგ კვირაში უნდა ველოდოთ?

ავსტრიული გაზეთი Kleine Zeitung წერს, რომ გრაცის შტურმი ქუთაისის ტორპედოს ფორვარდ ბუდუ ზივზივაძით დაინტერესდა.

25 წლის ზივზივაძემ 2019 წელს 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. ბუდუს 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი ტორპედოსთან, თუმცა მისი თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს შტურმის ბოსს, გიუნტერ კრაისს. შეგახსენებთ, რომ ავსტრიული კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილია. 

ბუდუ ზივზივაძეს თბილისის დინამოში და სამტრედიაში უთამაშია, 2017 წლის იანვარში ის დანიურ ესბიერგში გადავიდა, თუმცა იქ ვერ დამკვიდრდა და დინამოში გაანათხოვრეს. 

"ტრანსფერმარკტი" ბუდუ ზივზივაძეს €350 000-დ აფასებს. 

spox.com-ის ინფორმაციით, ტანმაღალიქართველით შტურმი ადრეც იყო დაინტერესებული, მაგრამ შტურმის წინა ორმა მწვრთნელმა მისი შეძენა არ ისურვეს. მომდევნო კვირის შუაში შტურმს ახალი მწვრთნელი ეყოლება და მას ახალი ფორვარდიც დასჭირდება, რადგან გუნდს 3 შემტევი ტოვებს (მათ შორის ორი ფორვარდი). 

კომენტარები

ბოლო ამბები