Thumbnail
  • კევინ დურანტი ზედიზედ მე-9 მატჩს გამოტოვებს
  • გოლდენ სტეიტს კლეი ტომპსონი უბრუნდება

NBA-ს ფინალური სერიის მე-4 მატჩში მოქმედ ჩემპიონ გოლდენ სტეიტს არ ეყოლება გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი. არადა, სტივენ კერის გუნდს KD ახლა ძალიან სჭირდება, რადგან ტორონტო რეპტორსთან სერიას 1:2-ს აგებს. 

ოკლენდში სერიის მესამე მატჩი კანადელებმა სენსაციურად მოიგეს - 123:109 და სერიაშიც დაწინაურდნენ. ეს კი ძირითადად, იმის გამო მოხდა, რომ კალიფორნიელებს ერთბაშად ორი ლიდერი აკლდათ - დურანტი და კლეი ტომპსონი. მხოლოდ სტეფ კარის 47-მა ქულამ კი საქმეს ვერ უშველა. 

“იმედი მაქვს, რომ მეოთხე თამაშისთვის რომელიმე მათგანი მაინც დაგვიბრუნდება. კლეის დღეს რომ ეთამაშა და ისევ ტრავმა მიეღო, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი,” - ეს განაცხადა მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა, რომელსაც ტომპსონის იმედი უნდა ჰქონდეს, აი, დურანტის კი არა - ამის შესახებ ახლახან თავად კერმა განუცხადა რეპორტიორებს. 

ფინალების ორგზის MVP დურანტმა გოლდენ სტეიტის ბოლო 8 თამაში გამოტოვა ფეხის ტრავმის გამო. არადა, დურანტი პლეი ოფის ამ სერიაში საშუალოდ 34.2 ქულას აკეთებდა. გოლდენ სტეიტს მეოთხე მატჩში არც სათადარიგო ცენტრი კევონ ლუნი ეყოლება. 

NBA-ს ფინალის მეოთხე დუელი, თბილისის დროით, შაბათს გამთენიისას, ისევ ოკლენდში გაიმართება. რეპტორსს ორი მოგება აკლია იმისათვის, რომ უდიდესი სენსაცია მოახდინოს და გახდეს პირველი კანადური გუნდი, რომელიც NBA-ს მოიგებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები