Thumbnail

U21 | ნიკოპოლიდისმა ცეცაძეს აჯობა, საქართველომ საბერძნეთთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბერძნეთი (U21) 3:0 საქართველო (U21)
  • 1:0 ვროსაი (30), 2:0 პავლიდისი (35), 3:0 ოიკონომიდისი (68)

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად ბერძენ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 0:3 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველი ორი გოლი 5-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს. ვროსაი 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 5 წუთში პავლიდისმა ბერძნების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

გია ცეცაძის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე გოლი 68-ე წუთზე გაუშვა. ოიკონომიდისმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. საბერძნეთის 21-წლამდე ნაკრებს ანტონიო ნიკოპოლიდისი წვრთნის, რომელმაც საბერძნეთის ნაკრებთან ერთად ევროპის 2004 წლის ჩემპიონატი მოიგო.

დავით სამურკასოვი ბერძნების წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 10 ივნისს გამართავს. ცეცაძის გუნდი სლოვენიის ნაკრებს შეხვდება.

საქართველო (U21): გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ფაცაცია, ნინუა, ქოჩორაშვილი, ლაკვეხელიანი, არაბიძე, მალი, კოხერიძე, ბუღრიძე.

ცვლილებაზე შევიდნენ: ნებიერიძე, სილაგაძე, სპანდერაშვილი, კუცია, დავითაშვილი, სამურკასოვი, ძებნიაური.

კომენტარები

ბოლო ამბები