Thumbnail

'უმიზეზოდ არაფერი ხდება' - თორნიკე შენგელიამ ბასკონიას ფანებს მიმართა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თორნიკე შენგელიას მიმართვა ბასკონიას ფანებს
  • ბასკონიას ქართველი კაპიტანი იმედგაცრუებულია

ACB ლიგის პლეი ოფში მოულოდნელი მარცხის შემდეგ ბასკონიას კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბასკური კლუბის ფანებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.

ბასკონიას ფანები სეზონის წინ იმედიანად იყვნენ, ევროლიგის ოთხთა ფინალი მათ მშობლიურ ქალაქ ვიტორიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ იქამდე ბასკონიამ ვერ მიაღწია. ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილის დაკავების შემდეგ კი ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა გუნდმა, მოულოდნელად, პირველივე წრეში წააგო სარაგოსასთან და გამოვარდა. 

თავად ქართველ კაპიტანს რთული სეზონი ჰქონდა, რაც ტრავმებით იყო გამოწვეული, თოკოს სეზონის განმავლობაში სამჯერ მოტეხეს ცხვირი, მაგრამ მთავარი მაინც მუხლის ტრავმა იყო, რის გამოც სამი თვე სრულად გამოტოვა (იანვარი-მარტი). 

მიუხედავად ამისა, შენგელიამ ACB ლიგის ყველაზე გამორჩეული კალათბურთელის პრიზი გადაეცა, მაგრამ თავად ქართველი სეზონით უკმაყოფილოა:

"უმიზეზოდ არაფერი ხდება. ადრე თუ გვიან, პრობლემა თავს იჩენს. ძალიან რთულია რამის თქმა, როცა გუნდი გავარდა და სეზონი ცუდად დასრულდა. უამრავი ემოციით ვარ დატვირთული, რომელთა სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ამბობენ, რომ სჯობს, გვერდი გადაფურცლო და ცუდი დავიწყებას მისცე, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულია, რადგან ყოველ ჩვენგანს ამ სეზონის წინ სულ სხვა მიზნები ჰქონდა. ამ სეზონის ცუდი მომენტები, ტრავმები - ეს ყველაფერი ჩემთვის საზღაური იყო, რაღაც დიდისა და განსაკუთრებულის მიღწევისთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. 

ვამაყობ ჩემი გუნდელებითა და ბასკონიას ფანებით. ყველას დიდი მადლობა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში გვედექით". 

თორნიკე შენგელიამ ACB ლიგა მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო შედეგი აჩვენა. 

კომენტარები

ბოლო ამბები