Thumbnail

გაუპატიურების სკანდალის გამო - ნეიმარს ურჩიეს, რომ კოპა ამერიკაზე არ ითამაშოს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარის გარშემო სკანდალი გრძელდება
  • CBF-ის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის აზრით, მან კოპა ამერიკაზე არ უნდა ითამაშოს

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანსისკო ნოველეტომ ნეიმარს ურჩია, კოპა ამერიკაზე (14 ივნისიდან 7 ივლისამდე) თამაშზე უარი თქვას. ნოველეტო CBF-ის პირველი შეფია, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ნეიმარის გარშემო ატეხილი სკანდალია - როგორც იცით, მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე და ნეიმარი

“ის ფსიქოლოგიურად არ არის მზად იმისათვის, რომ კოპა ამერიკაზე ითამაშოს. არც იმისთვის, რომ ჟურნალისტების ზეწოლას გაუძლოს, - განაცხადა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ფუნქციონერმა ტელეკომპანია SBT-სთან ინტერვიუში, - ჩემი აზრით, მან უარი უნდა თქვას კოპა ამერიკაზე თამაშზე.”

არადა, რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ნეიმარი კოპა ამერიკაზე აუცილებლად ითამაშებდა. ახლა კი, ნოველეტო პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავს უარის თქმას ურჩევს: “ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე ნეიმარის გვარს განაცხადიდან არასდროს ამოშლის, მაგრამ თუ თვითონ ფეხბურთელი იტყვის, რომ ურჩევნია, არ ითამაშოს, CBF დათანხმდება,” - აცხადებს კონფედერაციის ნოველეტო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს პარასკევს ახალგაზრდა ქალმა უჩივლა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ყველაფერს უარყოფს. უდანაშაულობის დასამტკიცებლად ნეიმარმა შაბათს ხსენებულ ქალთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები