Thumbnail

NBA-ს ლეგენდამ 5 წლის ბავშვს უჩივლა! ზარალი 100 000 დოლარზე მეტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სკოტი პიპენმა 5 წლის ბავშვს სასამართლოში უჩივლა
  • ლეგენდარული კალათბურთელი მის მშობლებსაც ადანაშაულებს

NBA-ს ლეგენდა სკოტი პიპენი, რომელიც 90-იან წლებში, ჩიკაგო ბულსში, მაიკლ ჯორდანთან ერთად ბრწყინავდა, ყურადღების ცენტრში უცნაური სარჩელის გამო მოექცა.

სკოტი პიპენი

სასამართლოში შეტანილ სარჩელში, რომლის მიხედვითაც მან ზარალის ანაზღაურების სახით 100 000 დოლარზე მეტი მოითხოვა, პიპენმა 5 წლის ბავშვიც დაადანაშაულა.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 53 წლის პიპენი 5 წლის გოგონას თავის 10 მილიონ დოლარად შეფასებული ვილაში კედლების საღებავებითა და ცარცით დაზიანებაში ადანაშაულებს.

“გოგონას ცუდი საქციელი ცხადყოფს, რომ მისი მშობლებიც დამნაშავეები არიან,” - ამბობს პიპენი.

ჩიკაგოს ლეგენდამ ლინდსი გლეიზერსა და ჯეიკობ ვოლოშინს ვილა 2017 წელს, მას მერე მიაქირავა, რაც მათი სახლი ქარიშხალმა ‘ირმამ’ გაანადგურა. ოჯახი პიპენს თვეში 30 000 დოლარს უხდიდა.

NBA-ს ლეგენდა ამბობს, რომ დამქირავებლებმა მისი სახლი სერიოზულად დააზიანეს. გარდა იმისა, რომ მათმა შვილმა კედლები გააფუჭა, დაზიანებულია ავეჯი, დაკარგულია სხვადასხვა ინსტრუმენტები და ოჯახს დავალიანებაც აქვს. პიპენი აღშფოთებულია იმითაც, რომ ოჯახის ცხოველები მუდმივად სახლში შარდავდნენ.

სკოტი პიპენის ვილა

გოგონას დედა ამერიკაში ცნობილი კომიკოსია. “ვინ იფიქრებდა, რომ დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებს გაამყარებდა, სკოტი პიპენი კი აღმოჩნდებოდა გიჟი, რომელიც პატარა გოგონას უჩივლებდა,” - ამბობს ის. 

“როდესაც სხვის სახლს ისე დააზიანებ, რომ ზარალი 100 000 დოლარზე მეტია, ამაზე ხუმრობა არ შეიძლება,” - აცხადებს პიპენის ადვოკატი NBC-სთან ინტერვიუში.

წაიკითხეჯორდანის ჩიკაგო - გუნდი, რომელმაც განსაზღვრა თაობა

კომენტარები

ბოლო ამბები