Thumbnail

'გოგასთან ერთად მეგა უკეთესია, ის ხომ NBA-ს მოთამაშეა' - მწვრთნელი ბითაძეზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ცრვენა ზვეზდა 83:72 მეგა ბიმაქსი
  • გოგა ბითაძე - 12 ქულა, 8 ქულა, 6 ასისტი, 3 დაფარება
გოგა ბითაძე ცრვენა ზვეზდასთან მატჩში

სერბეთის სუპერლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ცრვენა ზვეზდას, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 72:83.

19 წლის ქართველმა ცენტრმა 25:32 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 3 დაფარება მიითვალა. სამწუხაროდ, გოგამ 5 ფოლით ნაადრევად დატოვა მოედანი, თუმცა ამ ხუთიდან 3 ძალზე საეჭვო იყო. ბითაძის გარეშე კი მეგას შანსი არ ჰქონია.

4 ივნისს მეგა ბიმაქსი საპასუხო მატჩში უმასპინძლებს ცრვენა ზვეზდას. სერია ორ მოგებამდეა, კიდევ ერთი მარცხის შემთხვევაში ბითაძის ევროპული სეზონი დასრულდება.

თამაშის შემდეგ მეგა ბიმაქსის თავკაცმა დეიან მილოიევიჩმა ძირითადად გოგა ბითაძეზე ილაპარაკა: 

"ზოგადად ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მეტოქეს დიდხანს ვებრძოლეთ, თუმცა დღეს სროლები არ წაგვივიდა. უბრალოდ, ცრვენა ზვეზდას ვერ მოუგებ, როცა საჯარიმოებს 50%-იანი სიზუსტით ისვრი, 3-ქულიანებს კი - 20%-იანით. როცა ბითაძე გუნდში თამაშობს, მეგა ბიმაქსი უკეთესია.

გოგასთან ერთად, ჩვენ მე-3 ან მე-4 ვართ ლიგაში. ამაში არაფერია გასაკვირი - გოგა ხომ ფაქრობრივად NBA-ს მოთამაშეა. მოხარული ვარ, რომ სერბეთის სუპერლიგაში უკეთ ვთამაშობთ, ვიდრე ადრიატიკის ლიგაში ვითამაშეთ. ამის მთავარი მიზეზი გოგაა. 

გოგა სუპელიგაში. საინტერესო ფაქტები 

🏀 სერბული სუპერლიგის რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძე საშუალოდ 18.6 ქულას აკეთებდა, ეს მეორე მაჩვენებელია - მხოლოდ ნემანია კრსტიჩს (20.3 ქულა) ჩამორჩება.

🏀 მოხსნებით - 7.9 - გოგა ბითაძე ასევე მეორე ადგილზეა. პირველზე ფილიპ სტანიჩია - 8.6 მოხსნა.

🏀 ბითაძე მარგი ქმედების კოეფიციენტითაც მეორე ადგილზეა - 24.0. პირველ ადგილზეა ნემანია კრსტიჩი - 24.2.

🏀 საშუალოდ 2.3 ბლოკით გოგა ბითაძე სუპერლიგაში ასევე მეორე ადგილზეა. პირველია დუშან მილეტიჩი - 2.4 ბლოკი. 

კომენტარები

ბოლო ამბები