Thumbnail
  • ჟუვენტუდი 86:107 (0:2 სერია) ბარსელონა
  • უნიკახა 69:76 (1:1) ვალენსია

ესპანეთში ACB ლიგის პლეი ოფის პირველი წრის საპასუხო მატჩები გაიმართა - მას მერე, რაც თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია მოულოდნელად დაემშვიდობა გათამაშებას, გავარდა თად მაკფადენის ჟუვენტუდიც. კატალონიურ დერბიში ჟუვენტუდმა შინ ბარსელონასთან 86:107 წააგო და სერიაც 0:2 დათმო.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ძალიან ცუდად ითამაშა - 12:40 წუთში ქულა არ ჩაუგდია, მხოლოდ ერთი პასი მიითვალა. ბარსელონა მე-2 წრეში სწორედ ბასკონიას მძლეველ სარაგოსას ხვდება.

წააგო გიორგი შერმადინის უნიკახამაც, შინ ვალენსიასთან 69:76 დათმო. შერმადინმა მხოლოდ 11:21 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 2 მოხსნა მიითვალა. უნიკახა ჯერ ბრძოლას აგრძელებს, რადგან სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1. 

კომენტარები

ბოლო ამბები