Thumbnail

ფუტსალის ლიგის თასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალის საუკეთესო მოთამაშედ თსუ-ს მეკარე, ალი ასლანი დასახელდა
  • ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი გოლით ამირან ცხომარია გახდა

საქართველოს ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა!

ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის ორი გუნდი, თსუ და თელასი შეხვდნენ. მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველმა ტაიმმა გატანილი გოლის გარეშე ჩაიარა. ენერგეტიკოსები 24-ე წუთზე ამირან ცხომარიას გოლმა დააწინაურა. გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობის აღდგენა მალევე მოახერხა და ანგარიში 1:1 გახდა. 

დარჩენილ დროში გოლი არ გასულა და ლიგის თასის გამარჯვებული საფეხბურთო ლატარეაში გამოვლინდა. უნივერსიტეტელების მხრიდან ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ პენალტები ზუსტად შეასრულეს. გიორგი სოზაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ თსუ-ს მეკარემ, ალი ასლანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და თსუ-მ 3:2 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგის პირველი გამარჯვებული 2016/17 წლების სეზონში, სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღევანდელი შედეგით სადებიუტო ტიტული ისტორიაში მეორედ მოიპოვა. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, თსუ-ს მეკარე, ალი ასლანი დასახელდა. გათამაშების ბომბარდირი კი 7 გატანილი გოლით ამირან ცხომარია გახდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები