Thumbnail

სეზონში 3 საგოლე პასი - იოზილი კვირაში £350,000 იღებს და არაფერს არ აკეთებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • გაუშვებს იოზილს არსენალი?
  • იოზილის მოტივირება ვერც უნაი ემერიმ შეძლო...

გუნდიდან წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე, ივან გაზიდისმა არსენალს 'საჩუქარი' დაუტოვა და ეს საჩუქარი 2021 წლამდე მესუთ იოზილის კვირაში £350,000 ხელფასია, მოთამაშის, რომელიც გუნდში არაფერს არ აკეთებს.

გაზიდისმა მაშინ სანჩესი დაკარგა (იუნაიტედში წასვლით) და პანიკაში მყოფმა გუნდის მეორე ვარსკვლავს მალევე ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ოზილმა წელს მხოლოდ 9 (!) გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ასეთი ხელფასის მქონე ფეხბურთელისთვის სასაცილო ციფრია.

განვლილი 3 სეზონის მანძილზე ეს მაჩვენებელი - 19, 26 და 28 გახლდათ. იოზილს წელს წინ ლაკაზეტი და ობამეიანგი ჰყავს, ფორვარდები, რომლებიც რეგულაურულად იტანენ, მაგრამ გერმანელმა წელს 3 საგოლე გადაცემაზე მეტი ვერ მოაგროვა.

შარშან იოზილის ერდოღანთან გადაღებულ ფოტოს გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა, რაც შემდეგ რუსეთში სრული ფიასკოთი და საბოლოოდ იოზილის გერმანიის ნაკრებიდან წასვლით დასრულდა. ისედაც ფორმა დაკარგული გერმანელი, ამ ამბებმა საერთოდ ამოაგდო რეალობიდან.

არსენალში დანიშვნიდან მალევე ამ კრიზისში ჩარევა უნაი ემერიმ სცადა, იოზილს 10 ნომრიანი მასიური მისცა და აგრძნობინა, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე იყო. მაგრამ როგორც ჩანს ემერის და იოზილს ნახევარდაცვაში 'მძიმე შრომაზე' სხვადასხვა წარმოდგენები აქვთ, რაც ბაქოს ფინალითაც ნათლად დამტკიცდა.

ფინალში ინერტული და უმოტივაციო იოზილი უნაი ემერიმ 77-ე წუთზე რეზერვების ფეხბურთელით - ჯოზეფ ვილოკით შეცვალა, ახალგაზრდა ინგლისელმა 15 წუთში იმაზე მეტის გაკეთება მოასწრო ვიდრე არსენალის ათიანმა მთელი მატჩის მანძილზე.

კომენტარები

ბოლო ამბები