Thumbnail

დელტა საქართველოს ჩემპიონია! ფინალური სერია ქუთაისში სენსაციით დასრულდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქუთაისი 78:82 (2:3 სერიაში) დელტა
  • დელტამ მეხუთე მატჩი მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი დელტას გამარჯვებით დასრულდა. მარნეულის კლუბმა გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში ქუთაისს სტუმრად 4 ქულით, 82:78 სძლია და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

ქუთაისმა პირველი ტაიმი 3 ქულით მოიგო - 43:40, მაგრამ დელტამ მესამე პერიოდში 8 ქულით მეტი ჩააგდო და საბოლოოდ ამ უპირატესობის შენარჩუნებაც მოახერხა. სტუმართა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა ლობჯანიძე გახდა, რომელმაც 25 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. ქუთაისს აკაკი დვალიშვილის ორმაგმა დუბლმა ვერ უშველა - საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 26 ქულა ჩააგდო და ბურთი 15-ჯერ მოხსნა.

დელტამ 3-დან 2 მატჩის მოგება ქუთაისში მოახერხა, რაც მათ ჩემპიონობას კიდევ უფრო დამსახურებულს ხდის. დელტამ ამ სეზონში ქუთაისს მის არენაზე თამაში 3-ჯერ მოუგო.

📷 | კალათბურთის ფედერაცია

დელტას საჩემპიონო გუნდი

გიორგი ჩაჩხიანი, ოთარ ფხაკაძე, ივანე მეგენეიშვილი, გეგი ბაქრაძე, ზვიად ანთაძე, ზურაბ მაჩალაძე, ერიკ ნოთიჯი, მალკოლმ დრამრაითი, საბა ლობჯანიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ბექა ბექაური, არტიომ შვეცი.

მწვრთნელი: ლექსო ლაფანაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები