Thumbnail

29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ევროპალიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლონდონური კლუბები: ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდნენ. მაურიციო სარის გუნდმა, ედენ აზარის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, დამაჯერებლად გაიმარჯვა და ევროპალიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. 

UPDATE: რა ჰქონდა დასაწუნი ბაქოს - ევროპალიგის ფინალის გამოხმაურება

ჩელსის ზეიმი ბაქოში

თამაშს წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა - პოლიტიკური მოტივით, აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასვლისგან თავის შეკავება ამჯობინა არსენალის სომეხმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა, მისმა კლუბმა კი, მნიშვნელოვანი მატჩის ბაქოში ჩატარების გადაწყვეტილებისთვის, უეფას პრეტენზიები წაუყენა. კავკასიაში გამომგზავრების საჭიროების გამო, უკმაყოფილება ინგლისური კლუბების გულშემატკივრებმაც გამოთქვეს...

აზერბაიჯანში გამართული შეხვედრა განსაკუთრებული "მეთოფეთა" მეკარე პეტრ ჩეხისთვის აღმოჩნდა - 37 წლის ჩეხმა გოლკიპერმა 20-წლიანი პროფესიონალური კარიერა ამ შეხვედრით დაასრულა. მისდა სამწუხაროდ, მარცხით.

ჩეხის ცრემლი

დიდი ალბათობით, ბოლო მატჩი ჩაატარა ჩელსის მთავარი მწვრთნელის რანგში მაურიციო სარიმ, ხოლო ფეხბურთელის - ედენ აზარმა. იტალიელი სპეციალისტის მომავალს ტურინის იუვენტუსს უკავშირებენ, ბელგიელისას კი - მადრიდის რეალს.

📸 POPSPORT-ის ფოტორეპორტაჟი ბაქოდან

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

ევროპალიგის ფინალი: ჩელსი 4:1 არსენალი

საინტერესოა, რომ ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მინდორზე გასული ინგლისური გუნდების სასტარტო შემადგენლობებში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი იყო ინგლისელი - არსენალის ნახევარმცველი ეინსლი მეიტლენდ-ნაილზი. 

თამაში კი დაბალ ტემპი წარიმართა, პირველი სახიფათო და ამავდროულად, საკამათო მომენტი კი კეპა არისაბალაგას კართან შეიქმნა. მე-18 წუთზე ჩელსის მეკარესთან პირისპირ ალეკსანდრ ლაკაზეტი გავიდა. კეპა ბურთზე ჩაწვა, მაგრამ ვერ შეწვდა, არსენალის თავდამსხმელი კი ძირს გაწვა. არბიტრმა ჯანლუკა როკიმ ეპიზოდის განსახილველად VAR-ის გამოყენებაც არ ჩათვალა საჭიროდ.

18' ლაკაზეტის შეტევა 

პირველ ნახევარ საათში არსენალის უპირატესობა შესამჩნევი იყო, თუმცა ამის შემდეგ ჩელსი გააქტიურდა და ორი კარგი მომენტიც შექმნა. ანგარიშის გახსნის შანსი ემერსონს ჰქონდა. ედენ აზარმა თანაგუნდელს ეფექტური პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა პეტრ ჩეხს დუელი ვერ მოუგო.

34' ემერსონის მომენტი ჩეხის კართან

მალევე ბელგიელმა უკვე ოლივიე ჟირუ გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ არსენალის გოლკიპერს ვერც ფრანგმა აჯობა.  

39' ჟირუს მომენტი

ტაიმი უგოლოდ გასრულდა, შესვენების შემდეგ კი ჩელსი გააქტიურდა და მალევე ანგარიშიც გახსნა. ემერსონმა მარცხნიდან ჩააწოდა და ოლივიე ჟირუმ ვარდნაში თავით გადაგზავნა ბურთი ყოფილი გუნდის კარში. 

49' ჟირუ - 1:0

ედენ აზარის ძალისხმევამ შედეგი საათის თავზე გამოიღო. ბელგიელი მარცხენა ფრთიდან არსენალის საჯარიმო მოედანში შეიჭრა და კარგ პოზიციაში მყოფ პედრო როდრიგესს უპასა. ესპანელმა ბურთი ერთი შეხებით ჩეხის შორეულ კუთხეში, ზუსტად გაუშვა.

60' პედრო - 2:0

  63-ე წუთზე მოედანზე მყოფმა ერთადერთმა ინგლისელმა ჟირუ საჯარიმოში წააქცია და ედენ აზარმა მშვიდად შეასრულა პენალტი. 

65'  აზარი  - 3:0

მატჩს ინტრიგა დროებით შეცვლაზე შესულმა ივობიმ დაუბრუნა, როცა საჯარიმოდან გამოვარდნილი ბურთი დაუმუშავებლად გადაგზავნა კეპას კარში

69' ივობი - 3:1

ჩელსიმ სამბურთიანი უპირატესობა მალევე აღადგინა - ისევ აზარმა იაქტიურა, საჯარიმოში ჟირუ მოძებნა და როცა ფრანგმა პასი დაუბრუნა, ჩეხის კარში დუბლი შეასრულა.

72' აზარი - 4:1

საინტერესო ფაქტები

⚽ მაურიციო სარი პირველი იტალიელი მწვრთნელია, ვინც ევროპალიგის (უეფას თასი) ფინალში ათამაშა გუნდი ალბერტო მალეზანის (პარმა. 1999 წ) შემდეგ. 

⚽ ევროთასებზე 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ფინალში გუნდი 11-ვე ლეგიონერით გავიდა - ჩელსის სასტარტოში ერთი ინგლისელიც არ არის. 

⚽ ენზლი მეიტლენდ-ნაილზი (არსენალი) ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, ვინც ფინალში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.  

⚽ ევროპალიგის ფინალში 2014 წლის მერე პირველად დაფიქსირდა 0:0. 

⚽ ოლივიე ჟირუ ევროპალიგის ერთპიროვნული ბომბარდირი გახდა. 

⚽ 1991 წლის შემდეგ ედენ აზარი პირველი ფეხბურთელია, ვინც ევროთასის ფინალში ინგლისური კლუბისთვის დუბლი შეასრულა. მანამდე ეს მარკ ჰიუზმა (მანჩესტერ იუნაიტედი) შეძლო.

ჩელსი 4:1 არსენალი

გოლები: 1:0 ჟირუ (49), 2:0 პედრო (60), 3:0 აზარი (65-პენ), 3:1 ივობი (69), 4:1 აზარი (72)

ჩელსი (4-3-3): კეპა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, დავიდ ლუისი, ემერსონი - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (76' ბარკლი) - პედრო (71' ვილიანი), ჟირუ, აზარი (89' ძაპაკოსტა)

არსენალი (3-4-1-2): ჩეხი - სოკრატისი, კოსიელნი, მონრეალი (66' გენდუზი) - მეიტლენდ-ნაილზი, ტორეირა (67' ივობი), ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი (78' უილოკი) - ლაკაზეტი, ობამეიანგი  

კომენტარები

ბოლო ამბები