Thumbnail

სუპერლიგა | ფინალურ სერიაში ფრეა, ჩემპიონი კი ქუთაისში გამოვლინდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დელტა 86:75 ქუთაისი
  • 30 მაისი: ქუთაისი V დელტა

საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელსაც ქუთაისი უმასპინძლებს. 30 მაისს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება მატჩი, რომლის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება. ფინალურ სერიაში ქუთაისი-დელტას დუელია, ანგარიში კი ფრეა, 2:2.

28 მაისს, ფინალური დუელის მეოთხე შეხვედრაში დელტამ იმერულ კლუბს შანსი არ დაუტოვა, 86:75 დაამარცხა მეტოქე და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა სტარტზევე მოიპოვეს უპირატესობა და ბოლომდე შეინარჩუნეს. თბილისურ გუნდში 24 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 14 ქულა მიითვალა ოთარ ფხაკაძემ, საბა ლობჟანიძის ანგარიშზე კი 12 ქულაა. ქუთაისში 22 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, ხოლო ჯობათან ლიმ 13 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა დააგროვა. 

მატჩის შესვენებაზე გაიმართა სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარებული გიორგი კორსანტიას და იუბილარი ვეტერანი კალათბურთელის, ვალერი ლომაძის დაჯილდოვება. 

კომენტარები

ბოლო ამბები