Thumbnail

ბრაზილიის ნაკრები | ნეიმარს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ის 27 წლის ფორვარდი ბრაზილიის ნაკრებს კოპა ამერიკაზე არ უკაპიტნებს
  • ამის მიზეზი სავარაუდოდ, ნეიმარსა და ფანატს შორის მომხდარი კონფლიქტია 
  • ტიტემ გუნდის კაპიტნის სამკლავური 38 წლის მცველს დანი ალვეშს გადააბარა

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი გუნდს მომავალ ამხანაგურ და კოპა ამერიკის მატჩებში არ უკაპიტნებს. ამის შესახებ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის საიტი იუწყება. 

მეტი ამ თემაზე: კოპა ამერიკა | ტიტემ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

როგორც ირკვევა, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნეიმარს ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ შაბათს, 25 მაისს აცნობა, მომდევნო დღეს კი გუნდის კაპიტნად დანი ალვეში დაინიშნა.

პარი სენ-ჟერნემის 27 წლის ფორვარდისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევა მანამდე ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ზე რობერტომ მოითხოვა, რისი მიზეზიც საფრანგეთის თასის ფინალში,  ნეიმარისა და რენის ფანატის გახმაურებული ინციდენტი გახდა.

ნეიმარი რენთან წაგებული ფინალის შემდეგ წყობილებიდან გამოვიდა

კოპა ამერიკისთვის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის, ალვეშს ამ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული - 138. პარი სენ-ჟერმენის 36 წლის მცველმა ბრაზილიის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ბოლოს შარშან მარტში, გერმანიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო. 

მეტი ამ თემაზე: კოპა ამერიკა სილქ სპორტზე - საჩუქარი ქართველ მაყურებელს

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებს ყატარსა (6 ივნისს) და ჰონდურასთან (9 ივნისს) ჩაატარებს.

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მასპინძელთა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ბოლივია, ვენესუელა და პერუ ეყოლება.

კოპა ამერიკაზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდი ურუგვაის ეკუთვნის, რომელმაც 15-ჯერ გაიმარჯვა. 14 მოგება აქვს არგენტინას, ხოლო ბრაზილიას - 8.

კომენტარები

ბოლო ამბები