Thumbnail

არსენალის ფანები ჭორებს ავრცელებენ, რომ აზარი და კანტე სომხები არიან

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მხითარიანი ბაქოში არ ჩადის
  • არსენალის ფანებმა ამ ფაქტზე ბევრი იხუმრეს...

ლონდონის არსენალის ფანები ცდილობენ, ჩელსის ფეხბურთელეებს - ნ'გოლო კანტე და ედენ აზრი ჰენრიხ მხითარიანის მსგავსად ევროპის ლიგის ფინალს მიღმა დატოვონ.

მხითარიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაქოში ევროპის ლიგის ფინალს არ ითამაშებს, რადგან არსენალის შემტევის აზრით მისი უსაფრთხოება აზერბაიჯანში დაცული არ იქნება.

არსენალის ფანები ფინალში ფეხბურთელის დაკარგვას არ შეურიგდნენ და მოწინააღმდეგის ფეხბურთელებზე - ედენ აზარზე და ნ'გოლო კანტეზე ჭორების გავრცელება დაიწყეს.

"სომხეთი კარგი ქვეყანაა, ერთხელ დასასვენებლად ვიყავი და ამ დროს ედენ აზარს და ნ'გოლო კანტეს შევხვდი, ბებია-ბაბუის მოსანახულებლად იყვნენ ჩამოსულები." - წერდა არსენალის ერთ-ერთი ფანი.

მხითარიანმა, რომელმაც 2017 წლის ევროპის ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, განაცხადა - "განვიხილე არსებული მდგომარეობა და გადავწყვიტე, რომ ბაქოში ფინალზე არ ჩავიდე."

"ასეთი თამაშები ფეხბურთელის კარიერაში ხშირი არ არის, კი, გული მწყდება მაგრამ გუნდელებს სახლიდან გავამხნევებ, თასი ემირატებზე უნდა ჩამოვიტანოთ!" - წერდა მხითარიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები