Thumbnail

ნაცუ ბაშო | გაგამარუს მარცხი 2 წამში - ქართველს ერთი მოგება სჭირდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაგამარუმ მე-11 დღის ორთაბრძოლა წააგო
  • ქართველის ბალანსი ნაცუ ბაშოზე: 7 მოგება და 4 მარცხი

ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-4 ბრძოლა წააგო. ის ჯურიოს დივიზიონის მე-11 ნომერ კირიბაიამას შეხვდა და უვატედაშინაგეთი დამარცხდა. ბრძოლა 2 წამს გაგრძელდა და მეტოქემ მარტივად შეძლო გაგამარუს დოჰიოზე წაქცევა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაცუ ბაშოზე 7 მოგება და 4 მარცხია. მას მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება, რათა დადებითი ბალანსი გაინაღდოს. ჯურიოს დივიზიონში ტაკაგენჯიმ პირველი ბრძლა წააგო, თუმცა მაინც ლიდერად რჩება. მას 10 მოგება და მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები