Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე 6 ძიუდოისტით მიდის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე 6 ძიუდოისტით იჭიდავებს
  • საქართველოს სამ წონით კატეგორიაში წარმომადგენელია არ ეყოლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ჩინეთში გასამართ გრან პრიზე 6 ძიუდოისტით იასპარეზებს. შარშან ამ ტურნირზე საქართველოს არცერთი წარმომადგენელი არ ჰყავდა. 2019 წლის ჩინეთის გრან პრიზე სამ წონით კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება. ტურნირი 24 მაისს დაიწყება და 26 მაისს დასრულდება. ჩინეთში 44 ქვეყნის 345 ძიუდოისტი იჭიდავებს. ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს SILK SPORT-ი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩინეთის გრან პრიზე

- 73 კგ - ვალერი იაშვილი

- 81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი

- 90 კგ - უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი

+ 100 კგ - ლევან მატიაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები