Thumbnail

'მანჩესტერ სიტი და პსჟ ევროპულ ფეხბურთს ღუპავენ' - ამბობს ლა ლიგას პრეზიდენტი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხავიერ ტებასი სუპერლიგას შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს
  • ლა ლიგას პრეზიდენტი ამას სიტის და პსჟ-ს უკავშირებს...

ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, რომელიც პრიმერა დივიზიონს უკვე 6 წელია მართავს აცხადებს, რომ პსჟ და მანჩესტერ სიტი ევროპული ფეხბურთის სტრუქტურას ცვლიან.

"არსებობენ კლუბები, რომლებიც ფეხბურთელს ისე ყიდულობენ, რომ სატრასფერო თანხას არც უფიქრდებიან, რადგან რეალურად მათი შემოსავალი კლუბის კომერციულ საქმიანობაზე დამოკიდებული არ არის."

"ეს აიძულებს სხვა კლუბებს, რომ შემოსავლის საძიებლად სხვა გზებასაც მიმართონ და 'ევროპული სუპერლიგაც' ალბათ ამ სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალია." - აცხადებს ტებასი.

"ეს უკვე სპორტი აღარ არის, არც ინდუსტრიაა, ეს ვიღაცისთვის გასართობი სათამაშოა და თუ სათამაშოა, მაშინ სხვა ბავშვებსაც უნდათ თამაში."

"სუპერ ლიგის აუცილებლობა სიტიმ და პსჟმ შექმნეს, რადგან ეს ორი გუნდი ძალიან ბევრს ხარჯავს. სხვა გუნდებსაც უნდათ ფული იმისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ." - სუპერ ლიგა ძველი პროექტის G-14-ის ანალოგია, სადაც კლუბები ისტოიული მიღწევების ნიშნით ერთიანდებიან და არა სპორტული პრინციპით.

კომენტარები

ბოლო ამბები