Thumbnail

'ეს ნამდვილად მსურდა' - ოლივიე ჟირუმ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფრანგი ჩელსის ღირსებას კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს
  • 32 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებით ბედნიერია 

ოლივიე ჟირუმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ჩელსიში კიდევ ერთი წლით დარჩება. ლონდონურ კლუბს სანტრანსფერო აკრძალვის გამო, 2020 წლის ზაფხულამდე ფეხბურთელების დამატების უფლება არ აქვს და ამ მხრივ ჟირუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ჩელსისთვის მნიშვნელოვანია.

"ძალიან ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით. აქ მინიმუმ ერთი წლით დარჩენა ნამდვილად მსურდა", - განახცადა ფრანგმა.

32 წლის ფეხბურთელმა ჩელსის შემადგენლობაში 62 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ეფექტური იგი ევროპალიგის მიმდინარე სეზონშია. ჟირუმ ამ ტურნირზე 10 გოლის გატანა შეძლო და კლუბს ფინალში გასვლაში დაეხმარა. სადაც ყოფილ გუნდს, არსენალს დაუპირისპირდება.

ევროპალიგის ფინალი ჩელსისაა და არსენალს შორის ბაქოში, 29 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები