Thumbnail

'ეჭვები იყო და მწვრთნელიც უმიზეზოდ არ წავიდოდა' - რა ხდება ვიტ ჯორჯიაში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სკანდალი ქართულ საკლუბო ფეხბურთში
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა
  • საქმე გარიგებულ მატჩებს ეხება
  • ინტერვიუ გუნდის მწვრთნელ მერაბ კოჭლაშვილთან

ქართული საკლუბო ფეხბურთი კიდევ ერთხელ გაეხვა სკანდალში. ბათუმის დინამოსთან მატჩის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვოტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა: პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე. საქმე გარიგებულ მატჩებს ეხება.

📋 მეტი ამ თემაზე

ჯერჯერობით უცნობია, რომელი მატჩები მოხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შავ სიაში, რამაც განაპირობა ფეხბურთელთა დაკავება. ამ თემაზე, popsport.com-ის კითხვებს ვიტ ჯორჯიას მწვრთნელმა მერაბ კოჭლაშვილმა უპასუხა…

popsport: გავრცელებული ინფომაციით, 5 ფეხბურთელი დააკავეს: პაატა ღუდუშაური, გიორგი კიკნაველიძე, გიორგი გეთიაშვილი, ჯონი შეროზია და ნიკა მაისურაძე. ნამდვილად ეს ფეხბურთელები არიან დაკავებული?

კოჭლაშვილი: დიახ, თქვენ უკვე დაასახელეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა.

popsport: დაკავება ბათუმური მატჩის შემდეგ, გასახდელში მოხდა?

კოჭლაშვილი: როდესაც შევედი გასახდელში, უცხო ხალხი დავინახე. ამიხსნეს, რომ სუს-იდან იყვნენ და ფეხბურთელები დააკავეს. სულ ეს იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვოტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა
📸 | ვიტ ჯორჯია

popsport: თქვენ თუ იცით, რომელი მატჩები მოხვდა შსს-ს შავ სიაში?

კოჭლაშვილი: ვხვდები, მაგრამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. როგორც ჩანს, შემთხვევითი არ იყო, რომ ბათუმურ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, გუნდი მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა დატოვა.

popsport: რას გულისხმობთ?

კოჭლაშვილი: პატიოსანი, მშრომელი მწვრთნელია და როგორც ჩანს, ეჭვები ჰქონდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მითხრა კიდეც, გამომძიებელი ხომ არ ვარო და დატოვა გუნდი. ვნახოთ, მეც უნდა გავერკვე, რა ხდებოდა და როგორ. დღეს ისე ვარ, რომ ფეხბურთისკენ გახედვაც არ მინდა.

ბათუმურ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე, გუნდი მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა დატოვა
📸 | ვიტ ჯორჯია

კომენტარები

ბოლო ამბები