Thumbnail

PREVIEW | სიტის ისტორიული შანსი, გვარდიოლა მე-6 ტიტულის მოლოდინში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 📅 18 მაისი | ⌚20:00 | ⚽ მანჩესტერ სიტი V უოტფორდი
  • პეპ გვარდიოლა სიტისთან ერთად მე-6 ტიტულისთვის იბრძვის

ინგლისში საფეხბურთო სეზონი FA CUP-ის ფინალით დასრულდება, სადაც ერთმანეთს პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი და უოტფორდი ხვდებიან. გვარდიოლას გუნდს შანსი აქვს, რომ პირველი ინგლისური გუნდი გახდეს, რომელიც საშინაო ტრიპლეტს მოიგებს. სიტიმ პრემიერლიგა და ლიგის თასი უკვე მოიგო. ახლა FA CUP-ის დრო დადგა. აღსანიშნავია, რომ სიტის გამარჯვების შემთხვევაში, გვარდიოლა FA CUP-ს პირველად დაეუფლება.

უოტფორდს ფინალი არასდროს მოუგია. ეს ამ გუნდის ისტორიაში FA CUP-ის მეორე ფინალია. პირველად ტიტულისთვის 1983-1984 წლების სეზონში ითამაშეს, როდესაც ევერტონთან 0:2 დამარცხდნენ.

დასაკარგი არაფერია, ხავი გრასიას გუნდმა ნახევარფინალში ვულვერჰემპტონთან სასწაული მატჩი მოიგო, რომლის გმირიც დელოფუე გახდა. ესპანელმა დუბლი შეასრულა. ესპანელი კარგ ფორმაშია და ფინალისთვისაც მზადაა.

სიტიმ პრემიერლიგაში 95 გოლი გაიტანა - აქედან 5 უოტფორდის კარში 📺

EVERY PREMIER LEAGUE GOAL 2018/19

All 95 of our Premier League goals this season! ⚽️⚽️⚽️

Posted by Manchester City on პარასკევი, 17 მაისი, 2019

"თუ ჩვენ FA CUP-ს მოვიგებთ, ეს სეზონი არანორმალური გამოვა. შესაძლოა, პრემიერლიგა ერთი ქულით წაგვეგო. ამ სეზონში მე-4 ტიტულის მოგების შანსიც გვექნება, რაც ჩემი ფეხბურთელებისთვის დიდი მოტივაციაა", - განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

მანჩესტერ სიტის გზა ფინალამდე: როტერჰემი 7:0, ბარნლი 5:0, ნიუპორტ სიტი 4:1, სუონსი 3:2, ბრაიტონი 1:0.

უოტფორდის გზა ფინალამდე: უოკინგი 2:0, ნიუკასლი 2:0, ქპრ 1:0, კრისტალ პალასი 2:1, ვულვერჰემპტონი 3:2.

საინტერესო ფაქტები

⚽ უოტფორდს ერთადერთი ფინალი აქვს ნათამაშები. ამ გუნდმა 1984 წელს ევერტონთან წააგო.

⚽ უოტფორდი 35 წელი იცდიდა კიდევ ერთ ფინალში გასასვლელად. უფრო ხანგრძლივი ლოდინი ჩელსის დასჭირდა. არისტოკრატებმა 1915 წელს ითამაშეს ფინალი, რის შემდეგაც 52-წლიანი პაუზა ჰქონდათ.

⚽ უოტფორდმა მანჩესტერ სიტისთან ყველა ტურნირში ბოლო 10 მატჩი წააგო და 32 გოლი გაუშვა. ამ გუნდს მანჩესტერ სიტი 1989 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.

კუნ აგუერომ უოტფორდთან გამართულ ბოლო 7 მატჩში 12 გოლში მიიღო მონაწილეობა - მის ანგარიშზე 10 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - ზინჩენკო, ლაპორტი, კომპანი, უოკერი - დე ბრუინი, გიუნდოგანი, დავიდ სილვა - სტერლინგი, აგუერო, ბერნარდო სილვა

უოტფორდი (4-2-2-2): გომესი - ფემინია, კატკარტი, ოლებასი, კაბასელი - დუკურე, კაპუ - პერეირა, ჰიუზი - დინი, დელოფეუ

კომენტარები

ბოლო ამბები