Thumbnail

აიაქსის ზეიმი - კლუბმა დუბლი 100 ათას ფანატთან ერთად აღნიშნა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ამსტერდამის აიაქსმა სეზონში დუბლი შეასრულა - ჩემპიონობა და თასი მოიგო
  • კლუბმა წარმატება თავის ყოფილ ფეხბურთელს, აბდელჰაკ ნურის მიუძღვნა

ამსტერდამის აიაქსმა ჰოლანდიის ჩემპიონობა და თასის მოგება 100 000 გულშემატკივართან ერთად იზეიმა. კლუბმა ჰოლანდიის თასის ფინალში ვილემს ანგარიშით 4:0 სძლია და ტიტულს მე-19 დაეუფლა, ერედივიზიეს გამარჯვებული კი ისტორიაში 34-ედ გახდა.

ერიკ ტენ ჰაგის ფეხბურთელებმა წარმატება ყოფილ თანაგუნდელს, აბდელჰაკ ნურის მიუძღვნეს. 2017 წელს ნურიმ ამხანაგური შეხვედრისას გონება დაკარგა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ამსტერდამულმა კლუბმა გამარჯვების აღსანიშნავად სცენაზე ნურის მამა და ძმა მიიწვია.

მეტი ამ თემაზე: თითქმის სასწაული - აიაქსის 21 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი კომიდან გამოვიდა

კომენტარები

ბოლო ამბები