Thumbnail

ამხანაგური მატჩი | U17 საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიასთან ისევ წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U17 შვეიცარია 3:1 U17 საქართველო
  • U17 შვეიცარია 2:1 U17 საქართველო

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა შვეიცარიაში შეკრება დაასრულა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერად, 1:2 დამარცხდა. 

პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 1:3 წააგო, მწვრთნელმა შემადგენლობა გადაახალისა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, რასაც გვიშიანის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა, 1:1. მეორე ტაიმში, გვიშიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა, შვეიცარიამ კი მეორე და გამარჯვების გოლი გაიტანა.

U17 შვეიცარია 2:1 U17 საქართველო

საქართველო: ასათიანი, ამბროსიძე, ხვადაგიანი, ქავთარაძე, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, გაგნიძე, გვიშიანი, აბუაშვილი, გ. მამაგეიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მეხტიევი, სალუქვაძე, აბჟანდაძე, უგრეხელიძე, ზოსიაშვილი, ტატიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები