Thumbnail

ფუტსალის ლიგის თასი | გადამწყვეტი მატჩები ფინალისთვის!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნახევარფინალში ილიაუნი თსუ-ს დაუპირისპირდება, ხოლო თელასი პსპ-ს
  • მატჩები 17 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

თბილისის ოლიმპიური სასახლე 17 მაისს ფუტსალის ლიგის თასის ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლებს. გუნდებს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებთ...

19:00 საათი / ილიაუნი vs თსუ

ილიაუნი ამ შეხვედრას დანაკლისით ხვდება: ორ მოთამაშეს, პაატა ლეჟავასა და ერეკლე ლომიძეს ტრავმის გამო გუნდის დახმარება არ შეუძლიათ.  რაც შეეხება თსუ-ს, ეს გუნდი სრული შემადგენლობით იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გუნდების პრიორიტეტი ძირითად ლიგაში ასპარეზობაა, ხვალინდელ შეხვედრაში ძალებს არ დაზოგავენ.

21:00 საათი / თელასი vs პსპ

ფუტსალის უმაღლესი ლიგის რეგულარული სეზონის გამარჯვებული თელასი თასის გათამაშების ფინალისთვის ფუტსალის ლიგა 2-ის გუნდ პსპ-სთან იბრძოლებს. ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან.. ფარმაცევტები ჩემპიონატს გამოეთიშნენ და მათი ძალები თასისკენ იქნება მიმართული. რაც შეეხება თელასს, გუნდი ორ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას. თასის მატჩები თელასისთვის კარგი საშუალებაა, რომ ჩემპიონატის ფინალისთვის მოემზადოს.

კომენტარები

ბოლო ამბები