Thumbnail

‘აღარ მინდა ტყუილში ცხოვრება!’ - ავსტრალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გეია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მოქმედი ფეხბურთელის პირველი ‘ქამინგ აუთი’ ავსტრალიაში
  • ენდი ბრენანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია

26 წლის ენდი ბრენანი პირველი პროფესიონალი მამაკაცი ფეხბურთელი და ზოგადად სპორტსმენია ავსტრალიაში, რომელმაც განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

“მე გეი ვარ. ამას წლების მანძილზე ვმალავდი და აღარ მინდა, რომ ტყუილში ვიცხოვრო,” - განაცხადა ბრენანმა, რომელიც 2015-დან 2017 წლამდე უმაღლესი ლიგის გუნდ ნიუკასლ ჯეტსში თამაშობდა, ახლა კი მელბურნის გრინ გალის ღირსებას იცავს და მეორე ლიგაში თამაშობს.

ბრენანი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელია ავსტრალიაში, რომელმაც განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია

ავსტრალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა გაერთიანების (PFA) ვებ-გვერდზე ბრენანი წერს: “საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი: ამ ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია! მინდა ვიყო ბედნიერი ისე, როგორიც ვარ. ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც არის.”

ბრენანმა ‘ქამინგ აუთის’ შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა: “თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს არ არის ისეთი შეგრძნება, თითქოს რაღაც დიდი ამბავი მოხდა. 2019 წელს სხვანაირად არც უნდა იყოს.”

ბრენანი პირველი ავსტრალიელი პროფესიონალი მამაკაცი სპორტსმენია, ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. სხვა სპორტსმენებმა, მაგალითად მოცურავე იან თორპმა და მორაგბე იან რობერტსმა ეს მხოლოდ კარიერის დასრულების შემდეგ გააკეთეს. ‘ქამინგ აუთი’ ასევე კარიერის დასრულების შემდეგ ჰქონდა გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ თომას ჰიტცლშპერგერს, რომელიც ახლა შტუტგარტის დირექტორია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ლივერპული
  • ტოტენჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები