Thumbnail
  • ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოდან წასვლა დაადასტურა
  • ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მისი მომავალი კლუბი ბარსელონაა

"ატლეტიკოში ხუთი დაუვიწყარი წელი გავატარე. ყველას დიდი მადლობა ამისთვის, თქვენ ჩემს გულში ხართ", - განაცხადა ანტუან გრიზმანმა, ის მადრიდის ატლეტიკოს ემშვიდობება. 

დღეს ფრანგმა ფორვარდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიდის მადრიდული კლუბიდან, შაბათს პრიმერას ბოლო ტურის მატჩში სიმეონეს ატლეტიკო ლევანტეს ესტუმრება, ეს იქნება გრიზმანის უკანასკნელი მატჩი "ლოს კოლჩონეროსის" მაისურით.

ფრანგი დიეგო სიმეონესა და პრეზიდენტ მიგელ ანხელ ხილ მარინს შეხვდა და გადაწყდა მისი წასვლა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება.

გასულ ზაფხულს გრიზმანმა ატლეტიკოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა. 1-ელი ივლისიდან ეს თანხა ოფიციალურად მცირდება 120 მილიონამდე. აქედან ატლეტიკოს 96 მილიონი რჩება, რადგან რეალ სოსიედადს გრიზმანის ტრანსფერის 20% ეკუთვნის. 

 გრიზმანმა ატლეტიკოს მაისურით 256 მატჩში 133 გოლი გაიტანა

მსოფლიოს ჩემპიონი შეხვედრაზე პირდაპირი იყო - მან ხილ მარინსა და სიმეონეს განუცხადა, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუკი კარიერის ეს ეტაპი დასრულდება. 

ანტუან გრიზმანმა ატლეტიკოს მაისურით 256 მატჩში 133 გოლი გაიტანა. ის 2014 წელს ბასკური რეალ სოსიედადიდან გადავიდა მადრიდულ კლუბში. მადრიდში მან უეფას სუპერთასი, ევროპალიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები