Thumbnail

'მან მისტიკური ღონე დაიბრუნა' - რას წერს იაპონური მედია ტოჩინოშინზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ზაფხულის (ნაცუ) ბაშო ტოჩინოშინისთვის (ლევან გორგაძე) დიდებულად დაიწყო - მან ზედიზედ სამი ორთაბრძოლა მოიგო და 4 სხვა სუმოისტთან ერთად ბაშოს დაუმარცხებლად ლიდერობს. 

ქართველი სეკივაკე ოკინოუმის იორიკირის ილეთით გაუმკლავდა, თუმცა მეტოქე საკმაოდ გაუძალიანდა: "მარცხენათი ჩავლება მალევე შევძელი და რომ მეგონა, იოლად მოვიგებდი, მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გამიწია. აქ მთელი ძალისხმევა დამჭირდა მის გასაყვანად, თუმცა კმაყოფილი ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ასე მინდა გავაგრძელო, რადგან როცა ვიგებ, უფრო დამაჯერებლად ვჭიდაობ", - განუცხადა nikkansports.com-ს ქართველმა სუმოისტმა. 

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ახლახან დაკარგა ოძეკის ტიტული, მაგრამ მისი დაბრუნების კარგი შანსი აქვს - ამისთვის 15-დან 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. 

ტოჩინოშინი ბაშოს სტარტით კმაყოფილია

სხვათა შორის, 1944 წლიდან, მას მერე, რაც ეს სისტემა შემოიღეს - 18-მა ოძეკიმ დაკარგა ტიტული და მხოლოდ 4-მა შეძლო უმალ დაბრუნება (10 მოგებით).

ისევ ყურადღების ცენტრში

ტოჩინოშინის კარგმა სტარტმა იაპონური მედია ისევ აალაპარაკა ქართველის შესაძლებლობებზე.

NHK

ტელეკომპანია NHK-ს ვებსაიტი ტოჩინოშინის ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზს გვთავაზობს:

"ტოჩინოშინის მთავარი იარაღი მარცხენა ხელია, რომლის წყალობითაც ის მეტოქის მავაშს იგდებს ხელს, მაგრამ თუ ფეხმა არ გაუშვა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. პირველმა დღეებმა აჩვენა, რომ ყოფილი ოძეკი კარგ ფორმაშია. ასე რომ, მას ოძეკის ტიტულის დაბრუნების კარგი შანსი აქვს - მთავარი კი ის იქნება, როგორ მიაყოლებს ფეხს დოჰიოზე ტოჩინოშინი მის საოცარ ღონეს". 

nikkansports.com

"ტოჩინოშინმა შეგვახსენა თავისი ბრაზიანი წითელი სახე და ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა. მან დაიბრუნა თავისი მისტიკური ღონე და ახლა შეუძლია სიტუაცია შემოატრიალოს და ოძეკის ტიტული დაიბრუნოს".

Mainichi Shimbun

"მაშინ, როცა სამი ოძეკის კოლაფსი ვიხილეთ, კაკურიუმ და ტოჩინოშინმა ზედიზედ მოიგეს თავიანთი ბრძოლები და ლიდერობენ. 

Mainichi Shimbun

"ტოჩინოშინმა ძველებური ძალ-ღონე დაიბრუნა".

BIGLOBE News

"ეს უკვე თითქმის ძველი ტოჩინოშინია". 

კომენტარები

ბოლო ამბები