Thumbnail

უარი ბარსელონას? დე ლიხტის ტრანსფერი შეიძლება ვან დაიკის ფაქტორმა გადაწყვიტოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მატეის დე ლიხტისთვის ბრძოლაში ბარსელონა ფავორიტი აღარ არის
  • 19 წლის ცენტრალურ მცველს ლივერპულიც ეპატიჟება
  • ენფილდზე დე ლიხტს ვირჯილ ვან დაიკი ელოდება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წაგების შემდეგ, ბარსელონას ლივერპულთან კიდევ ერთი მარცხის საფრთხე ემუქრება. ‘მუნდო დეპორტივოს’ ინფორმაციით, შესაძლოა, მატეის დე ლიხტის კატალონიურ გრანდში ტრანსფერი ჩაიშალოს და აიაქსის უდიდესი ტალანტი ლივერპულში აღმოჩნდეს.

“მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ჯერ ისევ აიაქსის ფეხბურთელი ვარ,” - განაცხადა 19 წლის ცენტრალურმა მცველმა კვირას, უტრეხტთან მატჩის შემდეგ.

აქამდე, დე ლიხტისთვის ბრძოლაში ფავორიტად სწორედ ბარსელონა მიიჩნეოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები ამსტერდამელებს დე ლიხტში 70 მილიონ ევროს სთავაზობენ. ‘მუნდო დეპორტივო’ წერს, რომ ბარსას წარმომადგენლები პარასკევს ამსტერდამში ჩავიდნენ და ჰოლანდიურ გრანდთან მოლაპარაკებები გამართეს.

ვირჯილ ვან დაიკი და მატეის დე ლიხტი

თუმცა, გააქტიურებულია ლივერპულიც. იურგენ კლოპის გუნდი დე ლიხტს კარგი კონტრაქტის გარდა, ვირჯილ ვან დაიკის მეწყვილეობას სთავაზობს, რასაც, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჰოლანდიის ნაკრებიდანაც ჩანს, რომ ვან დაიკი და დე ლიხტი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. თანაც, მათი ლივერპულში ერთად თამაში სწორედ ჰოლანდიის ნაკრებსაც წაადგება. ამიტომაც რეალურია, რომ დე ლიხტის ტრანსფერში ვან დაიკის ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ლივერპული
  • ტოტენჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები