Thumbnail
  • AS-მა ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებიც ბარსადან ზაფხულში წავლენ
  • კატალონიური გრანდი კოუტინიოს აუცილებლად გაყიდის

ესპანურის AS-ის ინფორმაციით, ბარსელონას ზაფხულში 10 ფეხბურთელი დატოვებს. კლუბი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე დააყენებს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის ტრანსფერი ბარსელონას 120 მილიონი ევრო დაუჯდა. კევინ-პრინს ბოატენგს იჯარა უმთავრდება და სასუოლოში დაბრუნდება, ხოლო ვერმაელენს სეზონის დასრულებისას კონტრაქტი ეწურება და მას კლუბში უკვე უთხრეს, რომ ახალს არ გაუფორმებენ.

იმ ფეხბურთელების სრული სია, რომლებიც ბარსელონას დატოვებენ ასე გამოიყურება: კევინ-პრინს ბოატენგი, ჯეისონ მურილიო, თომას ვერმაელენი, იასპერ სილესენი, ფილიპე კოუტინიო, სამუელ უმტიტი, მალკომი, ივან რაკიტიჩი, რაფინია, დენის სუარესი.

ცხადია, კატალონიელები ზაფხულში გაძლიერებასაც აპირებენ. ლიონელ მესიმ ბარსელონას შეფებს უკვე გაანდო იმ 3 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც გუნდში ისურვებდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • ლივერპული
  • ტოტენჰემი

კომენტარები

ბოლო ამბები