Thumbnail

გიორგი მერებაშვილი: ერთა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 31 წლის ნახევარმცველმა უეფას ერთა ლიგის წილისყრა შეაფასა.
  • პლოცკის ვისლას ფეხბურთელი რთულ მატჩებს ლატვიასა და ყახაზეთში ელის.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა უეფას ერთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი გააკეთა.

ლოზანაში ჩატარებული წილისყრის შედეგად, D ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორას ეროვნული გუნდები იქნებიან. 

► ყველაზე რთული ჯგუფი - საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია!

► გერმანია სიკვდილის ჯგუფში - ერთა ლიგის სრული წილისყრა

არცთუ კარგი სტატისტიკა - რა შედეგები გვაქვს ერთა ლიგის მეტოქეებთან

► არც ანდორა იქნება ადვილი - ვლადიმირ ვაისი მეტოქეების შესახებ

პლოცკის ვისლას 31 წლის ფეხბურთელს ყაზახეთში ხელოვნურსაფრიან მოედანზე თამაშის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს: 

“ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება. რთული გასვლითი შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს ლატვიასა და ყაზახეთთან. განსაკუთრებით ყახაზეთთან, რომელიც ხელოვნურ საფარზე თამაშობს.

თითეულ თამაშზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, რადგან ყველა მეტოქე შეეცდება თავისი შანსის გამოყენებას”, - აქვეყნებს გიორგის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

კომენტარები

ბოლო ამბები