Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თბილისსა და ქუთაისში ნახევარფინალური სერია გაგრძელდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თსუ TMC თბილისს დაუპირისპირდება, ხოლო ქუთაისის მართვე თელასს
  • გასულ კვირას გუნდებმა ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გამართეს

3 და 4 მაისს, თბილისსა და ქუთაისში ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩები გაიმართება. გუნდები გასულ კვირას უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და შესაბამისად, მეტოქეებიც შეფასებულია... 

3 მაისი / 19:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თსუ vs TMC თბილისი

პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში უნივერსიტეტელებმა TMC-ს დამარცხება მძიმე ბრძოლაში მოახერხეს (2:1). თამაშის ბედი თსუ-მ დამატებით დროში გადაწყვიტა. მედიკოსებს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი, ვახტანგ კეკელია აკლდათ, რომელიც ამჯერად გუნდის დახმარებას შეძლებს. TMC თბილისს, ტრამვით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დიდი ალბათობით, მეკარე, თორნიკე ბუკიაც დაუბრუნდება. შოთა ჭანუყვაძემ ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა და უახლოეს შეხვედრაში თსუ-ს განაცხადში იქნება. 

4 მაისი / 15:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე (ქუთაისი) vs თელასი

25 აპრილს გამართულ დაპირისპირებაში თელასმა მართვე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა (5:0). მატჩის შემდეგ, ორივე გუნდმა ივარაუდა, რომ ქუთაისში მაყურებელი სულ სხვა თამაშს იხილავს. ენერგეტიკოსები მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობენ და ფავორიტებიც არიან, თუმცა ფინალში გასასვლელად მართვე მაქსიმუმს გააკეთებს და წესით, საინტერესო ბრძოლა უნდა გამოვიდეს.

3 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის ნახევარფინალებიც აიღებს სტარტს. 17:00 საათზე სტუდენტურ დერბიში რეგულარული სეზონის გამარჯვებული თსუ 2 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაეჯიბრება, 21:00 საათზე კი ილიაუნისა და პსპ-ს შეხვედრა გაიმართება. შეგახსნებეთ, რომ ფინალში გამსვლელი გუნდების ვინაობა ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები