Thumbnail

გოლი+პასი - გიორგი ხარაიშვილი შვედეთში ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიოტებორგის ქართველმა ნახევარმცველმა აიკ-თან გოლი და საგოლე პასი მიითვალა
  • 22 წლის ფეხბურთელმა sofascore-ისგან ტურში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

22 წლის გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც შვედეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, ცნობილმა ანალიტიკურმა საიტმა sofascore.com-მა შვედეთის პირველობის მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. მეტიც, გიოტებორგის ქართველ შემტევ ნახევარმცველს 11 რჩეულს შორის ყველაზე მაღალი შეფასება აქვს - 9.9. 

გიორგიმ მე-6 ტურში, მოქმედ ჩემპიონ აიკ-თან (3:0) მატჩში ანგარიში, შორი მანძილიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა, შემდეგ კი საგოლე პასიც მიითვალა. 

📺 გიოტებორგი V აიკ 

გიორგი ხარაიშვილი შვედური გუნდის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, სადაც თბილისის საბურთალოდან გადაბარგდა. გასულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა შვედეთის ჩემპიონატის 27 მატჩში ითამაშა და თავის გუნდს 9 გოლითა და 4 საგოლე პასით დაეხმარა. 

22 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.

გიოტებორგს 10 ქულა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა, პირველი ოთხეულის გუნდებს კი სულ ქულით ჩამორჩება

კომენტარები

ბოლო ამბები