Thumbnail

მათ ემილიანო სალას ცხედრის ფოტო გაავრცელეს - პოლიციამ ორი პირი დააკავა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ემილიანო სალას ცხედრის ფოტოების გავრცელებაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია
  • ფოტო თებერვალში, ტვიტერზე გამოქვეყნდა

ინგლისის პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებსაც იანვარში დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას ცხედრის ფოტოს გავრცელებაში ედებათ ბრალი. ფოტო, რომელიც ფეხბურთელის ცხედრის იდენტიფიცირების დროს იყო გადაღებული, თებერვალში სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა და მართალია, მალევე გაქრა, მაგრამ მისი ნახვა ‘ტვიტერის’ ძალიან ბევრმა მომხმარებელმა მოასწრო.

პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულია ორი პირი - ერთი 62 წლისაა, მეორე კი 48-ის.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნანტიდან კარდიფ სიტიში, დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ ბრიტანული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 

მეტი ამ თემაზე

ფორვარდი 21 იანვარს ყოფილ კლუბს დაემშვიდობა და კერძო თვითმფრინავით კარდიფში გაემგზავრა, მაგრამ ადგილზე ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადერბიდან გაქრა. მოგვიანებით, საძიებო ჯგუფმა ლა მანშის ფსკერზე თვითმფრინავს და სალას ცხედარს მიაგნო.

კარდიფ სიტისა და ნანტს შორის, დაღუპული ფეხბურთელის ტრანსფერის თანხაზე დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

ბოლო ამბები