Thumbnail

PREVIEW | სონის და კეინის გარეშე - ტოტენჰემი აიაქსს დანაკლისით ხვდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 30 აპრილი | ⌚ 23:00 | ⚽ ტოტენჰემ ჰოთსპური V აიაქსი
  • ტენ ჰაგი თვლის, რომ უპირატესობა მაინც ტოტენჰემის მხარესაა...

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური რაუნდის პირველ მატჩში, ტოტენჰემ ჰოთსპური ახალ უაით ჰარტ ლეინზე აიაქსს უმასპინძლებს, სადაც ლონდონელებს აიაქსის მფრინავი ბავშვების შეჩერება მოუწევთ, რაზეც ორივე გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა ისაუბრა.

"დე იონგი კრუიფივითაა, თუ კარგი პასის გაკეთების საშუალებას არ მისცემ, გაგცდება - ამიტომ დაიმატა ის ბარსელონამ. მაგრამ დონი ვან დე ბეეკსაც შეხედეთ, 13 წლის იყო მე როდესაც გუნდში ვიყავი, მაგარი ბიჭია!" - ამბობს იოლი, რომელიც აიაქსს 2009-10 წლებში წვრთნიდა.

იოლი ტოტენჰემს 2004-07 წლებში წვრთნიდა და საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავდა "სპურსი შეტევის დაწყებისას აიაქსის პირველი პრესინგის ტალღას თუ გადაურჩა, მომდევნო პასი მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს." - ამბობს იოლი.

"ამის გაკეთება ერიკსენს შეუძლია, მაგრამ გვერდით მორბენლები უნდა, რომლებიც არ ჰყავს - ჰარი კეინი დამტვრეულია და სონს დისკვალიფიკაცია აქვს. ლორენტეთი თამაში კი დომინირებას და მეტოქის საჯარიმოს ირგვლივ აქტივობებს მოითხოვს, რაც აიაქსის შემთხვევაში შეიძლება ძალიან მწვავე კონტრშეტევით დასრულდეს."

ტოტენჰემის ძირითადის 3 ფეხბურთელი - ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და კრისტიან ერიკსენი აიაქსის აღზრდილები არიან, ხოლო კოლუმბიელი დავინსონ სანჩესიც სპურსმა ამსტერდამიდან გადმოიყვანა.

ლონდონელებს წელს ტრანსფერი არ გაუკეთებიათ, გუნდი 2 სეზონია ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობს, თუმცა სამაგიეროდ ინფრასტრუქტურა მოიყვანეს მწყობრში და ახალი 60,000 სტადიონი აქვთ "ასეთ ისტორიას ალბათ ვერცერთი კლუბი გაიმეორებს..." - ამბობს პოჩეტინო.

"სონის და კეინის გარეშე ჩვენი ძალები ლიმიტირებულია - მაგრამ ამის გამო თავდაჯერება არ გვაკლია. ისტორიული დღეებია კლუბის ცხოვრებაში და მეც ამ ოცნებაში ვცხოვრობ - ლიგის ნახევარფინალში ვარ ტოტენჰემთან ერთად!" - დაამატა არგენტინელმა.

"რომელ უპირატესობაზე საუბრობთ?" - იკითხა გაკვირვებულმა ერიკ ტენ ჰაგმა, როდესაც სონის და კეინის არ ყოფნით გამოწვეულ აიაქსის საკადრო უპირატესობაზე ჰკითხეს "ერედივიზიონში ვთამაშობთ, სადაც ტელევიზიიდან შემოსავალი 10 მილიონი გვაქვს, ტოტენჰემის შემთხვევაში ეს რიცხვი 200 მილიონი და აქ მოვრჩეთ უპირატესობებზე საუბარს."

საინტერესო ფაქტები

⚽ ტოტენჰემს ლიგაზე ბოლო 10 საშინაო მატჩიდან - 8 მოგებული აქვს.

⚽ სპურსი ნახევარფინალში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს.

⚽ ტოტენჰემმა წელს 53 მატჩი ითამაშა და აქედან მხოლოდ 4 ფრე

⚽ აიაქსმა რეალთანაც და იუვენტუსთანაც გასვლაზე გოლები გაუშვა, თუმცა მატჩების მოგება შეძლო.

⚽ ერედივიზიის აიაქსი, 2004-05 წლების სეზონის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ლიგის ნახევარფინალში წამყვანი 5 ლიგის გარეთ მყოფი ჩემპიონატიდან მოხვდა.

⚽ დუშან ტადიჩს ლიგაზე გატანილი 6 გოლიდან, ექვსივე 60 წუთის შემდეგ აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები