Thumbnail

მეორე ტრაგედია სალას ოჯახში - ემილიანოს მამა გულის შეტევით გარდაიცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა
  • 58 წლის ოსარიო სალას ვაჟიშვილის დაღუპვიდან სამ თვეში გულმა უმტყუნა

ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას მამა, ორასიო სალა, გულის შეტევით, არგენტინის ქალაქ პროგრესოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

არგენტინული გაზეთის Clarin-ის ცნობით, 58 წლის ორასიო სალამ მკერდის არეში ტკივილი უცაბედად იგრძნო და შეუძლოდ გახდა. როდესაც სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე მივიდნენ, მამაკაცს სიცოცხლის ნიშნები უკვე აღარ ჰქონდა.

სამი თვის წინ ემილიანო სალას ტრაგედიამ მსოფლიო შეიძრა

ორასიოს გარდაცვალების ფაქტზე ქალაქის მერმა ხორხე მიულერმა რადიოსადგურ La Red​-ის ეთერში ისაუბრა:

"ორასიოს ცოლმა დილის ხუთ საათზე დამირეკა, ექიმები ადგილზე იყვნენ. როდესაც სახლთან მივედი, ის უკვე გარდაცვლილი იყო", - თქვა მიულერმა.

28 წლის ფორვარდი მშობლიურ პროგრესოში დაკრძალეს.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნანტიდან კარდიფ სიტიში, დაახლოებით 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და ამ ბრიტანული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 

მეტი ამ თემაზეოჯახი ფიქრობს, რომ სალა მოკლეს: ‘ძალიან ბევრი ინტერესი გადაიკვეთა

ფორვარდი 21 იანვარს ყოფილ კლუბს დაემშვიდობა და კერძო თვითმფრინავით კარდიფში გაემგზავრა, მაგრამ ადგილზე ჩასვლამდე ერთი საათით ადრე, თვითმფრინავი რადერბიდან გაქრა. მოგვინებით, საძიებო ჯგუფმა ლა მანშის ფსკერზე თვითმფრინავს და სალას ცხედარს მიაგნო.

კარდიფ სიტისა და ნანტს შორის, დაღუპული ფეხბურთელის ტრანსფერის თანხაზე დავა ამ დრომდე მიმდინარეობს

კომენტარები

ბოლო ამბები