Thumbnail

ფუტსალის ლიგა | თსუ-მ TMC თბილისი დაამარცხა, თელასმა კი მართვე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის სპორტის სასახლეში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები გაიმართა
  • მეორე მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ქუთაისის სპორტის სასახლეში შედგება

თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური შეხვედრების სერია TMC თბილისისა და თსუ-ს დაპირისპირებით დაიწყო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში უნივერსიტეტელებმა უკეთ ითამაშეს და 2:1 მოიგეს. მეთერთმეტე წუთზე TMC-ის დაწინაურება გიორგი სილაგავამ მოახერხა, თუმცა წონასწორობა გიორგი ჩიმაკაძემ აღადგინა. გამარჯვების გოლი დავით ბობოხიძემ შეაგდო. მეორე ნახევარფინალურ მატჩს გუნდები 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ.

მეორე მატჩი ვიცე-ჩემპიონ თელასსა და პლეი-ოფის დებიუტანტ ქუთაისის მართვეს შორის შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ენერგეტიკოსების სასარგებლოდ დასრულდა, 5:0. დიდ უპირატესობასთან ერთად, თელასმა კარიც მშრალად შეინახა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით ამირან ცხომარია გამოირჩა. თელასი-მართვეს მეორე შეხვედრას ქუთაისის სპორტის სასახლე 4 მაისს უმასპინძლებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები