Thumbnail

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლევან ბაჯელიძის გუნდი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება
  • ამხანაგური მატჩები 14 და 17 მარტს თბილისში გაიმართება

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება. 

ამხანაგური მატჩები თბილისში 14 და 17 ივნისს შედგება. ქალთა ეროვნული გუნდი, ევროპის 2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 30 აგვისტოს სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები