Thumbnail
  • კარდიფი 0:2 ლივერპული
  • 0:1 - ვაინალდუმი (57), 0:2 - მილნერი (პენ.81)

პრემიერლიგის ოცდამეთოთხმეტე ტურის მატჩში, ლივერპულმა ნილ უონროკის კარდიფ სიტი გასვლაზე 0:2 დაამარცხა და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა.

იურგენ კლოპის გუნდმა პირველი ტაიმი ფრედ ითამაშა, თუმცა მეორეში გოლების გატანა ჯორჯინიო ვაინალდუმმა და ჯეიმს მილნერმა შეძლეს.

მერსიადიელებმა კარდიფში მოგებით სიტისთან სხვაობა 2 ქულამდე გაზარდეს, თუმცა გვარდიოლას გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს და ბურთების სხვაობითაც ჯერ-ჯერობით სიტი უკეთ გამოიყურება.

შემდეგ მატჩს ლივერპული სახლში ჰადერსფილდთან ჩაატარებს, ხოლო სიტის ურთულესი შეხვედრა თანაქლაქელ იუნაიტედთან ოლდ ტრაფორდზე ელის.

საინტერესო ფაქტები

⚽ 88 - ლივერპულს ამდენი ქულა პრემიერლიგაში არსოდეს აუღია, ზოგადად მხოლოდ ორჯერ 1978-79 და 1987-88 წლებში აქვთ უფრო მეტი დაგროვებული.

⚽ მოჰამედ სალაჰმა წელს 5 პენალტი გამოიმუშავა, მხოლოდ უილფრიდ ზაჰას აქვს უფრო კარგი მაჩვენებელი ლიგაში - 6.

⚽ ენდრიუ რობერტსონის და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ანგარიშზე წელს ჯამში 17 საგოლე გადაცემაა, ფლანგები კარგად ირჯებიან!

⚽ ვაინალდუმმა ინგლისურ კარიერაში გასვლაზე მხოლოდ მეორე გოლი გაიტანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები