Thumbnail

ევროპალიგა | არსენალმა ნეაპოლშიც მოიგო - ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპის სტადიონებზე 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა
  • 1/2 ფინალი: არსენალი V ვალენსია, აინტრახტი V ჩელსი

ევროპალიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის ჩელსიმ დაამარცხა სლავია და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ინგლისელები პირველ 20 წუთში უკვე 3:0-ს იგებდნენ, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ორმატჩიანი დუელის ბედი, დარჩენილ დროში კი გახსნილი თამაში იყო და ჯამში 7 გოლი გავიდა. ჩელსიმ 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ჩელსი 4:3 სლავია

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა ფრანკფურტში, სადაც აინტრახტმა 2:0 მოუგო ლისაბონის ბენფიკას და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. პიველი მატჩი პორტუგალიაში 4:2 დასრულდა ბენფიკას სასარგებლოდ, გერმანელებმა კი უპირატესობა სტუმრად გატანილი გოლების ხარჯზე მოიპოვეს.

ნეაპოლში ბრძოლა არ შედგა. არსენალს ლონდონში 2:0 ჰქონდა მოგებული, ლაკაზეტის ზუსტით დარტყმით ნეაპოლში პირველივე ტაიმში დაწინაურდა და ნათელი გახდა, რომ 3-ბურთიან ფორას აღარ გაანიავებდა. მით უმეტეს, ნაპოლის სამი გოლის გატანაც აღარ ჰყოფნიდა. ასევე ადვილად გავიდა მომდევნო ეტაპზე ვალენსია, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ვილიარეალი 5:1 დაამარცხა.

არსენალმა ნაპოლის ორივე მატჩი მოუგო

ჩელსი 4:3 (1:0) სლავია

გოლები: 1:0 პედრო (5), 2:0 დელი (9-საკ. კარში), 3:0 ჟირუ (17), 3:1 სუჩეკი (26), 4:1 პედრო (27), 4:2 სევოკი (51), 4:3 სევოკი (54)..

აინტრახტი 2:0 (2:4) ბენფიკა

გოლები: 1:0 კოსტიჩი (37), 2:0 როდე (67).

ნაპოლი 0:1 (0:2) არსენალი

გოლი: 0:1 ლაკაზეტი (36).

ვალენსია 2:0 (3:1) ვილიარეალი

გოლები: 1:0 ლატო (13), 2:0 პარეხო (54). 

კომენტარები

ბოლო ამბები