Thumbnail
  • ბუდუჩნოსტი 80:72 (1-2 სერიაში) ცრვენა ზვეზდა
  • გოგა ბითაძე - 4 ქულა, 4 მოხსნა
  • მე-4 მატჩი 19 აპრილს

ადრიატიკის სუპერფინალის მესამე მატჩში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა ცრვენა ზვეზდას 80:72 მოუგო და ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ფინალურ სერიაში ანგარიში 1:2 გახდა და ჩემპიონი 19-ში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება სერბულ გრანდს. 

ბითაძის ჩატენვა 

გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულში არ იყო, მან სულ 20:16 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულა და 4 მოხსნაა. სუპერფინალურ სერიაში გოგა აშკარად ვერ თამაშობს კარგად, ამ მატჩის მეორე მეოთხედში კი მეტოქის სახეში ხელის კვრისთვის ტექნიკური ფოლიც მიიღო. ბითაძის ანგარიშზე ერთი ბლოკიც არ არის, რაც ასევე უჩვეულოა. 

კომენტარები

ბოლო ამბები