Thumbnail

თითქმის გადაწყვეტილია - საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კვიპროსულ კლუბს ჩაიბარებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ჩიხრაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძის ასისტენტი იყო ეთნიკოსში ინიშნება
  • ვლადიმერ გუცაევი 1991-94 წლებში ანორთოსისისს წვრთნიდა
  • დავით ყიფიანი 1992-93 წლებში ნიქოზიის ოლიმპიაკოსს წვრთნიდა
  • თემურ ქეცბაია 2004-09 წლებში ანორთოსისს, ხოლო 2015-16 წლებში აპოელ-ს წვრთნიდა

უახლოეს საათებში კიდევ ერთი ქართველი მწვრთნელი ჩაიბარებს კვიპროსულ კლუბს - 50 წლის გიორგი ჩიხრაძე კუნძულზე იმყოფება და ახნასის ეთნიკოსთან მოლაპარაკებას ასრულებს. 

ეთნიკოსი ჩემპიონატში ძალიან ცუდად ასპარეზობს, მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული და 5 ქულით ბოლო ადგილზეა. ამ გუნდში ირჯება ქართველი ლეგიონერი გიორგი ილურიძე (5 თამაში) და რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ყიფიანი (11 თამაში, 4 გოლი). ცუდი შედეგების გამო კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი პანაიოტის ენგომიტისი გაანთავისუფლა.

თავიდან მის შემცვლელად კახა ცხადაძეს განიხილავდნენ, თუმცა კვიპროსში გიორგი ჩიხრაძე მოხვდა, რომელიც 90-იან წლებში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყო. იგი 2005-09 წლებში თბილისის ამერს წვრთნიდა, 2011-15 წლებში კი აზერბაიჯანულ სიმურგს. 

გიორგი ჩიხრაძე 2015-16 წლებში საქართველოს ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა

sigmalive.com-ის ინფორმაციით, ჩიხრაძის დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მას უახლოეს საათებში წარადგენენ ვარჯიშზე და უკვე აეკ-თან მატჩისთვის (18 ნოემბერი) გუნდს ქართველი სპეციალისტი მოამზადებს. 

ჩიხრაძე დიდი ხნის განმავლობაში იყო კახა ცხადაძის ასისტენტი ბაქოს ინტერში, ეროვნულ ნაკრებში და ალმათის ქაირათში. 

კომენტარები

ბოლო ამბები