Thumbnail

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში სიტის მეტოქე ცნობილია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • უოტფორდი 3:2 ვულვერჰემპტონი
  • დეულფეუმ უოტფორდი ფინალში გაიყვანა

ასოციაციაციის თასის მეორე ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებული დღეს გამოვლინდა - უემბლიზე უოტფორდმა დრამატულ ბრძოლაში ვულვზი - 3:2 დაამარცხა.

მატჩს მიდლენდელები 0:2-ს იგებდნენ, როდესაც უოტფორდის ესპანელმა, ყოფილმა ბარსელონელმა - ჟერარ დეულოფეუმ 79 წუთზე 1 ბურთი გაქვითა.

► უოტფორდი ბოლოს ასოციაციის თასის ფინალში

შემდეგ მატჩის ბოლო წუთებზე გუნდის კაპიტანმა - ტროი დინიმ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო წერტილი შეხვედრას ისევ დეულოფეუმ დამატებით დროში, 104 წუთზე დაუსვა - 3:2.

ელტონ ჯონის საყვარელი გუნდი - უოტფორდი ასოციაციის თასის ფინალში ბოლოს - 1984 წელს გახლდათ, როდესაც გუნდს გრემ ტეილორი წვრთნიდა. მაშინ სამხრეთელები ევერტონთან - 2:0 დამარცხდნენ.

საინტერესო ფაქტები

⚽ პეპ გვარდიოლა კენი დალგლიშის (2011) შემდეგ გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ერთ სეზონში ასოციაციის და ლიგის თასისი ფინალებში შეძლო გუნდის გაყვანა.

უოტფორდი 121 წლიანი ისტორიის მანძილზე, ასოციაციის თასის ფინალში სულ მეორედ მოხვდა.

⚽ ტროი დინიმ წელს ასოციაციის თასზე 14 მატჩში, 10 გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

კომენტარები

ბოლო ამბები