Thumbnail
  • კვიპროსული მედია ანორთოსისში თემურ ქეცბაიას შეძლო ტრანსფერებზე წერს
  • ოქრიაშვილის შემდეგ, კლუბში გიორგი ნავალოვსკისა და გიორგი ლორიასაც ელიან
  • ანორთოსის ღირსებას ამჟამად ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე იცავენ

თემურ ქეცბაია, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ფამაგუსტას ანორთოსისთან 2-წლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდის დაკომპლექტებაზეც ზრუნავს, კვიპროსულ კლუბში საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელის მიწვევასაც აპირებს.

Goal.com.cy-ს ცნობით, ანორთოსისში ახალი სეზონიდან თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი ლორიაც შესაძლოა აღმოჩნდნენ.

კვიპროსული წყარო სტატიას ამ ფოტოთი აქვეყნებს

შეგახსენებთ, რომ ანორთოსისში უკვე გამოდიან ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე. კრასნოდართან განშორების შემდეგ უკლუბოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი, სწორედ ქეცბაიას მიწვევით, კვიპროსელებთან ახლახან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

გიორგი ლორიას მაგდებურგთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება

ახლა 51 წლის ქართველი სპეციალისტი ანორთოსისის გაძლიერებას მაგდებურგის მეკარე გიორგი ლორიასა და ბათუმის დინამოს მცველის გიორგი ნავალოვსკის დამატებითაც ცდილობს. Goal.com.cy წერს, რომ ქეცბაია ლორიასთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს და თუკი მაგდებურგი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდება, 33 წლის მეკარე გერმანულ კლუბთან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.

ნავალოვსის ანგარიშზე ნაკრებში ჩატარებული 35 მატჩი და ერთი საგოლე პასია

რაც შეეხება გიორგი ნავალოვსკის, წყარო იუწყება, რომ საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის დინამოს 32 წლის მარცხენა მცველი უახლოეს მომავალში ჩავა კვიპროსში და ანორთოსისთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისში 2002-2006 წლებში უთამაშია, ხოლო 2004-2009 წლებში ამ კლუბს წვრთნიდა. მწვრთნელის რანგში მან გუნდი ორჯერ გახადა ჩემპიონი, ერთხელ კი თასი და სუპერთასი მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები